• თბილისი
  • 14°C
  • 17 ოქტომბერი, 2017
article

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 

ოთხივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა. ერთის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.