• თბილისი
  • 14°C
  • 17 ოქტომბერი, 2017
article

„ბაგა-ბაღის შენობიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრამვა აღენიშნება“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 206-ე ბაგა-ბაღის შენობის მეორე სართულიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინის ტრამვა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრამვა აქვს. 

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, აუცილებელია, რომ მოხდეს სწრაფად და დეტალურად გამოკვლევა ხარვეზების და ხარვეზდამშვებმა უნდა აგოს პასუხი.

„ბავშვს აქვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულმკერდის ბლაგვი ტრავმა. ახლა ამ ეტაპზე მას ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, თუმცა მდგომარეობა ძალიან საყურადღებო არის და საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას. პირველ რიგში უნდა იყოს ძალიან სწრაფად და დეტალურად გამოკვლეული სად იყო ხარვეზი დაშვებული და შესაბამისმა ხარვეზდამშვებმა უნდა აგოს პასუხი და ხარვეზი უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.