• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

"ქართველი კაცები ყვერებს დააჟღარუნებენ... თუ კრიზისი დაიწყო, ყველაფერს ქალებს აბრალებენ"

"ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში წერს:

"ქართული პატრიარქალური საზოგადოება ერთობ სასაცილოდ გამოიყურება. როცა დარი ან სიამტკბილობაა, ქართველი კაცები დიდ გულზე დააბიჯებენ, ყვერებს დააჟღარუნებენ აქეთ-იქით და მოწოლილ ვაშკაცობას ქალების ცემა-ტყეპით იკმაყოფილებენ.

აი, თუ კრიზისი დაიწყო, ნაციონალური, ეკონომიკური, ეგზისტენციალური, გეოპოლიტიკური ან თუნდაც საბანკო, მყისვე ქალებს აგზავნიან პლანტაციებსა და ფირმა მოხუცებში ემიგრანტებად, ცოლებს აბრალებენ საკუთარ კორუმპირებულობას და ერთ ან რამდენიმე ქალს ატენიან ქვეყნის დაქცევას.

თან ფშლუკუნებენ: მთვრალი ვიყავი და ხათუნამ ბიუჯეტი გაფლანგა, ფეხბურთს ვუყურებდი და ზაირამ ომი დაიწყო, კირპიჩასთან ვსვამდი და შორენამ კოზა ნოსტრა შექმნა.. და ასე დაუსრულებლად," - წერს ქეთი.