• თბილისი
  • 14°C
  • 17 ოქტომბერი, 2017
article

გლდანში ორი ცხედარი იპოვეს

გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.  გარდაცვლილები და-ძმა არიან. ქალი დაახლოებით 60 წლისაა, ხოლო მამაკაცი 70 წლის. 

შსს-ს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. 

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი კი, ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. 


სავარაუდოდ, მომხდარი ფაქტი გაზის გაჟონვამ გამოიწვია.