• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

დემირელის სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები კანცელარიასთან აქციას მართავენ

დემირელის სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები კანცელარიასთან აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, დაუშვან გამონაკლისი და ავტორიზაცია სკოლამ სასწავლოს წლის დაწყებამდე გაიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პერმანენტული აქციების გაგრძელებას აპირებენ. 

გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ სკოლაში პედაგოგების ნაწილი სხვადასხვა კერძო სკოლაში გადანაწილდა. ასევე გადანაწილდნენ ბავშვებიც. 

აქციის მონაწილეების თქმით, მათ პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის, განათლების კომიტეტისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობის სახელზე პეტიცია შეიმუშავეს სახელწოდებით „ერთად გადავარჩინოთ დემირელის კოლეჯი“.