• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

სარესტორნო ბიზნესით გამდიდრებულიადამიანები, როგორ მოახერხეს მათ ეს?

სურათის წყარო: Gramomanias.com

უთხარით თქვენი ოჯახის წევრებს, რომ რესტორნის გახსნას აპირებთ და ისინი მაშინვე კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარებენ - რესტორნების მეპატრონეები პროფესიონალური თვალსაზრისით გაზრდას ვერ ახერხებენ, რასაც თავისი მიზეზი აქვს.

რესტორნის შემოსავალი ცვალებადია, ამიტომ მისი სათანადოდ ფუნქციონირებისთვის ადამიანმა უამრავი საათი და ბევრი სხვა რამ უნდა დახარჯოს. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების მიერ გამომუშავებული თანხა მეპატრონის მიერ დახარჯულს მუდმივად აღემატება, რესტორანი ვერასდროს შეძლებს „დასვენებას“. თითიეული ამ რესტორნის ნახვა კი რესტორანთა კატალოგ Myplacesonmap.com -ზე შეგიძლიათ, მისამართებით, ტელეფონის ნომრებითა და სხვა დეტალური ინფორმაციის ჩათვლით.ერთი პიროვნების თქმით, ამ 4 რესტორნის მეპეტრონეებმა სრულიად დააიგნორეს ნეგატივით აღსავსე ადამიანების შეხედულებები, ხოლო შედეგად უდიდესი ქონების დაგროვება შეძლეს.ამ სტატიაში ჩვენ რესტორნების 4 უმდიდრეს მფლობელს წარმოგიდგენთ, ესენია

:Emeril Lagasse ($50 მილიონი)

ემერილ ლეგასს შეფობა პატარა ასაკიდან სურდა. მაღალ კლასებში ის კულინარიული ხელოვნების პროგრამაში იყო ჩართული და იმის მიუხედავად, რომ ის უნივერსიტეტის სხვა პროგრამებზეც მიიღეს, მან ვერ უღალატა საკუთარ ოცნებას და ბოლომდე მიჰყვა მას. სწავლის დასრულების შემდეგ ლეგასი ჯერ საფრანგეთში, ხოლო შემდეგ ახალ ორლეანში გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. იგი „კომანდირის სასახლეში” ხელმძღვანელ შეფად მუშაობდა.

ეს ადგილი ამ დრომდე გახლავთ ახალი ორლეანის საუკეთესო რესტორნების სიის წევრი. მალე ლეგასსიმ იგრძნო, რომ დრო იყო ხელქვეითობაზე უარი ეთქვა. თავისი პირველი რესტორანი, “Emeril’s”, მან 1990 წელს გახსნა და მას შემდეგ ამ ადამიანმა კიდევ 11 სხვა მსგავსი დაწესებულების აშენება შეძლო. 1992 წლიდან ლეგასსმა სატელევიზიო კულინარიულ შოუებში დაიწყო გამოჩენა, ხოლო 1996 წლისათვის მას უკვე პირადი გადაცემა მიჰყავდა.

 სწორედ შოუდან გახდა მისი ცნობილი ფრაზა “BAM" პოპულარული. ეს მიღწევები კიდევ არაფერია, ამ საოცარმა პიროვნებამ ჭურჭლის სხვადასხვა სერია და საკვები პროდუქცია შექმნა, რომლებიც 2008 წელს 50 მილიონ დოლარად, ნაწილობრივ  ნაღდ ფულად და ნაწილობრივ წილის აღების საფუძველზე, მართა სტიუარტის ცოცხალმა ომნიმედიამ იყიდა (MSO).Paul Bocuse ($185 მილიონი)პოლ ბოკუსი შეფთა შორის შეფი გახლავთ! მან არა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო შეფები გაწვრთნა, არამედ მისი სახელი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ კულინარიულ დაჯილდოებას დაუკავშირა.

ის საუკუნის მზარეულად დასახელდა და ამერიკის კულინარიულმა ინსტიტუტმა მის საპატივცემულად სახელი გადაირქვა და მას ახლა „ Institut Paul Bocuse „ ეწოდება.მისი რესტორნების, სასტუმროების, კულინარიული აკადემიისა, თუ წიგნების წყალობით, ბოკუსიმ საკუთარი ქონება 200 მილიონი დოლარის ფარგლებში გაზარდა.

Jamie Oliver ($372 მილიონი)

ჯეიმი ოლივერი, გორდონ რამსის მსგავსად, მისი კულინარიული შოუებიდან გახლავთ ცნობილი. მისი "შიშველი შეფის" ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციაში (BBC) გამოჩენის გარდა, ოლივერი სხვა საქმიანობებითაც გახლავთ დაკავებული. იგი ჯანსაღად კვების დელეგატია, ასევე მან სწორად კვების კამპანია წამოიწყო, რომელიც ცნობილია, როგორც "უკეთ დამაპურე".

მას საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციაც აქვს, ხოლო მისი ქონება  372-მილიონდოლარს შეადგენს, რომლის მოგროვება მან სხვადასხვა სარისკო ბიზნესებით შეძლო. ისინი 40 დამატებით რესტორანს, 16 კულინარიულ წიგნს, უამრავ სატელევიზიო შოუს, აპლიკაციასა და ჭურჭელის ხაზს მოიცავს, ამასთან ნუ დაგვავიწყდება, რომ ოლივერი კანადისა და ავსტრალიის სურსათის ჯაჭვის დელეგატიც გახლავთ.

Tilman Fertitta ($2.8 )

ტილმან ფერტიტა ერთადერთია სიაში, რომელიც შეფი არ არის. როგორც ბიზნესმენი, ფერტიტა სპეციალიზირებულია ეკონომიურად გაჭირვებულ სარესტორნო ბიზნესების შეძენაში და შემდეგ მათ მეგა-მომგებიან დაწესებულებად ქცევაში, რასაც ის ფასების შემცირებით და მათი მალევე გაზრდით ახერხებს. მას მერე, რაც ის 1993 წელს საკუთარი კომპანია Landry-ით საჯარო ასპარეზზე გამოვიდა, ფერტიტა მთლიანად შეიცვალა და 2010 წელს ყოველი გამოსასყიდი წილის დახმარებით, ის კვლავ საჯარო კომპანია გახდა.Landry-მ, როგორც ცალკეულმა რესტორანმა, ისე დაიწყო ფუნქციონირება და 1980 წლიდან ის უჩვეულოდ გაიზარდა. ფერტიტა მისი თანადამაარსებელი იყო.

დღეს ეს კომპანია 63 ბრენდს, 500-ზე მეტ რესტორანს, ბევრ სასტუმროსა და სახელმწიფოში არსებულ უამრავ კაზინოებს ფლობს.

The Bottom Line

საშუალო ფენის ამერიკის მოქალაქემ, რომ რესტორნის გახსნა მოინდომოს, მას ეს ბევრ საკრედიტო გადასახადად და უძილო ღამედ დაუჯდება. საოცარ შეფსა, თუ საოცარ ბიზნესპერსონას, ერთი ასეთი უბრალო რესტორნის შეძენა და მისგან რაიმე განსაკუთრებულის შექმნა თავისუფლად შეუძლია, მთავარი მონდომებაა! სარესტორნო ბიზნესში გამდიდრების მარტივი გზა საერთოდ არ არსებობს - თქვენ ან უგემრიელეს კერძებს შესთავაზებთ მომხმარებლებს და მათ გულებს მოიგებთ, ან თქვენი დაწესებულება მუდამ ცარიელი იქნება.