• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

მეცნიერების პასუხი კითხვაზე, როგორ შეიძლება სიცოცხლის გადარჩენა?

სამყაროში ყველაფერი იბადება, ვითარდება და კვდება. ეს პროცესი შესაძლოა სპექტაკლის ან ფილმის დასაწყისს, განვითარებას,კვანძის გახსნასა და კულმინაციას შევადაროთ. იყო დრო, როცა დედამიწა არ არსებობდა. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ შეიქმნა მზესთან და მზის სისტემასთან ერთად ვარსკვლავიერი მტვრისგან. იმისთვის, რომ დედამიწა ყოფილიყო ისეთიო როგორიც დღეს არის, მან ცვალებადობის ხანგრძლივი გზა განვლო. შესაძლო კატაკლიზმების გამო,როგორებიც არის: გლობალური დათბობა, ასტეროიდების შემოჭრა, ცოცხალი ორგანიზმებისათვის სახიფათო მილიონობით მიკრობის ზრდა და ბირთვული რეაქტორების აფეთქება დღეს დედამიწა საფრთხეშია.


შორეული, მაგრამ გარდაუვალი – მილიონობით წლის კაშკაშა ნათების შემდეგ მზის საწვავი იწურება და ის არსებობას წყვეტს. მანამდე კი ის წითელ ზეგიგანტად გადაიქცევა და ის რაც აქამდე სიცოცხლის საფუძველი იყო, მისი მოსპობის მიზეზად გადაიქცევა.როგორ შეიძლება სიცოცხლის გადარჩენა? მეცნიერები გამოსავალს მზის სისტემაში, დედამიწის ასლის შექმნაში ხედავენ. ამისათვის უნდა შეირჩეს ისეთი პლანეტა, რომელიც თავისი თვისებებით რამდენადმე უახლოვდება დედამიწას.

ასეთად მიიჩნიეს პლანეტა მარსი. კოსმოსური ზონდებიდან მიღებული ინფორმაციით მარსზე აღმოჩენილია წარსულში სავარაუდო სიცოცხლის არსებობის კვალი.

პლანეტა მარსი, მზის სისტემის მეოთხე, დედამიწის მომდევნო პლანეტაა. ზოგჯერ წითელ პლანეტასაც ეძახიან, რადგან მისი მთლიანი ზედაპირი რკინის ჟანგეულითაა დაფარული.თავისი მრავალი მახასიათებლებით მარსი დედამიწის მსგავსია. აქ 25 საათიანი დღე-ღამეა. მთა ოლიმპი – ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში. მისი სიმაღლე 28 კმ-ია, ზედაპირზე არსებული მშრალი და კლაკნილი ხეობები იმაზე მეტყველებს, რომ აქ ოდესღაც მდინარეები მიედინებოდა. მილიარდობით წლის წინ მარსსაც ქონდა ატმოსფერო, რომელსაც სიცოცხლის უზრუნველყოფა შეეძლო. დროთა განმავლობაში ატმოსფერო კოსმოსში გაიფანტა და პლანეტა გაცივდა. დღეს მარსი ყინულოვანი უდაბნოა.

წლების განმავლობაში გვხიბლავდა პლანეტა მარსი. მას შემდეგ, რაც ადამიანმა პირველად მიმართა თავისი ტელესკოპი მარსისაკენ, არსებობს ვერსია იქ არსებული ” სიცოცხლის ” შესახებ. ისეთი მწერლები, როგორებიც არიან ედგარ რაის ბუროუსი, რეი ბრედბერი და ჰერბერტ უელსი წერდნენ მარსზე არსებული სიცოცხლისა და მისი მობინადრეების შესახებ.

ყველაზე მგრძნობიერი ტელესკოპისთვისაც კი ძნელია ზუსტი სურათის დახატვა მარსის რელიეფის შესახებ.
კოსმოსური ზონდებიდან მიღებული ინფორმაციებიც ვერ გვაწვდის ზუსტ ცნობებს, ამის გამო იოლი იყო შეცდომაში შესულიყვნენ ასტრონავტები და შეელამაზებინათ სინამდვილე.
მარსიდან ჩამოვარდნილ მეტეორიტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც ანტარქტიდაშიც არსებობს.
ბოლო მონაცემებით მარსზე აღმოჩენილია სილიციუმი, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ აქ ოდესღაც თბილი წყლები არსებობდა. ხოლო ლავამ შემოინახა პლანეტის ირგვლივ არსებული მაგნიტური ველის კვალი.NASA–მ დაადგინა, რომ პლანეტა მარსზე წყალია.