• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

"ქართველი მამრებს ის აწუხებთ, რომ თურქებზე და არაბებზე მეტი ქარიზმა არა აქვთ ქართველი გოგონების დასაკერად"

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი ბექა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს:

"ქართველი მამრების მთავარი პრობლემა? ვერ შეეგუვნენ იმას, რომ ქართველი "მანდილოსნები", როგორც თავად ეძახიან, მათი მონები არ არიან... და მათ აქვთ უფლება ისე იცხოვრონ, როგორც სურთ და პირადი სულაც არ დაუკავშირონ ქართველ მოძალადეს... სწორედ აქედან იღებს სათავეს კაცთა მხრიდან ძალადობის ხშირი ფაქტებიც...

ალბათ ომი დიდი ხანი გაგრძელდება უფლებების დასაცავად, მაგრამ მჯერა, რომ გენდერული თანასწორობა რაღაც დონეზე მაინც დამკვიდრდება.

აი თუნდაც არაბების, თურქების ამბავი ავიღოთ, რომლებთანაც პატარა გოგონებს, ფულის გამო აქვთ ურთიერთობა. ქართველი მამრების უმეტესობა იმაზე კი არ ბრაზობს, რომ ხშირად არასრულწლოვნები მუშაობენ მეძავად, ასე ცხოვრებას ინგრევენ, არამედ ის "ტკივათ", რომ თვითონ არ აქვთ საკმარისი ფული და ქარიზმა "დასაკერად"... თორემ სხვას როგორ დაუთმობდნენ," - წერს ბექა.