• თბილისი
  • 8°C
  • 23 ნოემბერი, 2017
article

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეს დახმარება სჭირდება!

სოციალურ ქსელში ეს ინფორმაცია და ფოტო ვრცელდება:
"მეგობრებო თქვენ უნდა დამეხმაროთ❗️❗️❗️თხოვნა მაქვს გააზიაროთ ❗️

დავეხმაროთ ქალბატონ მაია შუბითიძეს ახლობლების პოვნაში... ალბათ მისი ახლობლები და ნათესავებიც ღელავენ და ეძებენ მას 5 აგვისტოს თურქეთში ქალაქ მერზიფონში მოყვა ავარიაში, მე ეს ინფორმაცია ვნახე თურქულ საინფორმაციოში ამის შემდეგ  5 აგვისტოს მე პირადად დავუკავშირდი საქართველოს საკონსულოს ქალაქ ტრაბზონში, სადაც ინფორმაცია არ ქონდათ ავარიის შესახებ ხოლო შემდეგ ცრუ ინფორმაცია მომაწოდეს რომ დაშავებული კარგადაა და გადაიყვანეს სამსუნში,  ქალბატონს არც საკონსულოდან არავინ დაკავშირებულა და ვერც ახლობლებს უკავშირდება რადგან ტელეფონი ავარიის დროს დაზიანდა...ქალბატონი მაია რეანიმაციაში წევს და სურთ პალატაში გადაყვანა მაგრამ ვერ გადაყავთ პალატაში რადგან გვერდით არავინ ყავს.

იქნებ გავაზიაროთ რომ სახელმწიფომ მიაქციოს ყურადღება ან ქალბატონ მაიას ახლობელი მაინც ვიპოვოთჩემს ქალაქშია ამასიაში! მე აქ ვარ და რაც საჭირო იქნება მივაქცევ ყურადღებას!თუ ვინმემ იცანით დამიკავშირდით +905071155589 ბექა."