• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

ავჭალის შემოვლით გზაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, ავჭალის შემოვლით გზაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს უკიდია.

ადგილზე  სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხდება.

რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული, ჯერ დაზუსტებული არ არის.