• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2017
article

"საპირფარეშოების მოუწერსიგებლობის გამო, კიდევ ბევრ დირექტორს გავათავისუფლებ"

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლების მოუწესრიგებელი საპირფარეშოების საკითხზე საუბრობს.

“მეკითხებიან, თუ გავათავისუფლებ დირექტორებს თანამდებობიდან ამ მიზეზით. დიახ, გავათავისუფლებ. რამდენიც გადაწყვეტს, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე შეიძლება ენერგიის ან რესურსების ეკონომია, იმდენ დირექტორს გავათავისუფლებ, რამდენიც საჭირო იქნება. მადლობა ღმერთს, რომ ბევრმა დირექტორმა ძალიან სერიოზულად მიიღო ეს საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს, თუმცა ჯერ შორს ვართ იმ სტანდარტებისგან, რაც გვჭირდება”, - აცხადებს ჯეჯელავა.