• თბილისი
  • 19°C
  • 22 ოქტომბერი, 2017
article

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. 

შემთხვევა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის მე-15-ე კილომეტრზე, გვიან ღამით მოხდა. 

შსს-ს ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.