• თბილისი
  • 6°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

ვინ იყო 19 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ ბიძაშვილმა მოკლა?

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, 19 წლის გოგონას ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 

პოლიციამ უკვე დააკავა გარდაცვლილის ბიძაშვილი რ.ა., რომელმაც ამ მკვლელობის ჩადენა ბრალდება. გოგონა და ბიჭი ერთ ბინაში ცხოვრობდნენ, რომელიც მათ დეიდას ეკუთვნოდა. ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობა, რომ დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა.

ირკვევა, რომ მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ბიძაშვილი დაკარგული იყო და მას მეგობრები ეძებდნენ. სამართალდამცველებმა ის ფოთში დააკავეს. 

გარდაცვლილი გოგონა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 19 წლის ანა სპოტსმენი, კერძოდ, მოფარიკავე იყო.

მიმდინარეობს გამოძიება.