• თბილისი
  • 29°C
  • 23 სექტემბერი, 2017
article

„ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. რეაგირებაც შესაბამისი იქნება“

თათია დოლიძემ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაუპატიურების შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით პირად ფეისბუქ გვერდზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 

„მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება. თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, - წერს თათია დოლიძე

თათია დოლიძის მიმართ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორთა მხრიდან გაუპატიურების შესაძლო მუქარაზე გამოძიება არ დაწყებულა. შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები რეაგირებას მოახდენენ, თუ აღნიშნულ ფაქტზე შეტყობინება შევა.