• თბილისი
  • 34°C
  • 26 ივლისი, 2017
article

ფერების რევოლუცია და მისი გავლენა ადამიანზე

ფერის სიმბოლიზმი ხელოვნებასა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. 

ფერის ფსიქოლოგია იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. 

მოდით განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი ფერი: რა სიმბოლური დატვირთვა აქვს, როგორია იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვინც ამა თუ იმ ფერს ანიჭებს უპირატესობას? 

გთავაზობთ რამოდენიმე ფერის დახასიათებას და მის ფსიქოლოგიურ დანიშნულებას: 

წითელი ფერი სისხლთან და ცეცხლთან ასოცირდება. მისი სიმბოლური მნიშვნელობა მრავალფეროვანია და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც. 

წითელი ფერი მანიშნებელია სიხარულის, სილამაზის, სიყვარულის, თუმცა, მეორეს მხრივ, ასახავს მტრობას, შურს. 

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დატვირთვას, წითელი ვნების ფერია. თუ წითელი საყვარელი ფერია, ასეთი ადამიანი თამამი, ნებისყოფიანი, ძალაუფლების მქონე, კონტაქტური ტიპია. 

ამასთანავე – ალტრუისტი. იმ ადამიანებს კი, რომელსაც ეს ფერი აღიზიანებთ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, გაურბიან კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვართ განმარტოება და სტაბილური ურთირთობები.

წითელი ფერი ენერგიულობის სიმბოლოა, მისი უარყოფა ორგანულ სისუსტეზე და ემოციურ და ფსიქოლოგიურ გამოფიტვაზე მოუთითებს. 

თეთრი ფერი სისუფთავის, სიწმინდის, უმწიკვლობის და სიხარულის სიმბოლოა. 

თეთრი ფერი შესაძლოა საწინააღმდეგო მნიშვნელობის მატარებელიც იყოს. 

თავისი ბუნებით ის თითქოს შთანთქავს და ანეიტრალებს სხვა დანარჩენ ფერებს და სიცარიელეს, სიჩუმეს და, საბოლოო ჯამში, სიკვდილის სიმბოლოც ხდება. 

ამ ფერს შესაძლოა ირჩევდეს ნებისმიერი ხასიათის ადამიანი, რომელიც ხელს არავის კრავს. 

შავ ფერს მრავალი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის შეიძლება აღნიშნავდეს კლასიკურს ან ახალს. 

თუმცა უფრო ხშირად იგი ავბედითი ხასიათის მატარებელია და მოასწავებს სიკვდილს. 

უმრავლეს დასავლურ კულტურებში მას იყენებენ დაკრძალვის ცერემონიალზე. მიუხედავად მისი ამ დიდი უარყოფითი დატვირთვისა, შავი ფერი ამავდროულად ასოცირდება ჭკუასთან, გონებასთან, საზრიანობასთან, გონებამახვილობასთან. 

შავი ფერის, სპეციალურ ტანისამოსს იცმევენ სტუდენტები უნივერსიტეტის დასრულების და დიპლომების აღების დღეს.

შავი ფერი ასევე ასოცირებულია აჯანყებასთან და წინააღმდეგობასთან, ასევე კრიმინალთან. 

კრიმინალურ სამყაროს სხვაგვარად „შავ სამყაროსაც“ უწოდებენ.

შავი ასოცირიებულია ღამესთან, ბნელთან, გამოუცნობთან, მისტიკასთან და ბოროტებასთან. ხშირად გამოსახავენ ბოროტისა და კეთილის ჭიდილისას. 

მიუხედავად მისი უარყოფითი დატვირთვისა ლეგენდებში, თქმულებებსა და წეს–ჩვეულებებში, მოდაში შავი საკმაოდ აქტუალურია. 

ის ელეგანტურობის, ძლიერების, სიმდიდრის, მისტიურობის, სექსუალურობის, სტილის ნიშანია. 

შავი ფერი საქმიან ადამიანთანაა ასოცირებული. იგი ძალიან პრაქტიკულია და თითქმის ყველა ფერთან ერთად მიდის, თუმცა მას იშვიათად ხმარობენ ძალიან მუქ ფერებთან. 

შავი – ეს პროფესიონალიზმია. მას ხშირად ვნახავთ საქმიან შეხვედრებზე, კონფერენციებსა და პრეზენტაციებზე.

შავი–ეს ანარქიაა, ქაოსია და ამასთან ღრმა და უკიდეგანო წუხილი.

შავი ფერი, ისევე როგორც სხვა მუქი ფერები, ოთახს ძალიან აპატარავებენ, ღია ფერები კი პირიქით, ზრდიან ოთახს. ოთახი, თუნდ ძლიერ გავანათოთ, მაინც ძალიან ბნელი მოჩანს, როდესაც ის შავ ფერშია გადაწყვეტილი, თუმცა თავად შავი სხვა ფერებს უფრო მეტად ნათელს ხდის. 

ცნობილ ფერთა კომბინაციას წარმოადგენს შავისა და ყვითლის კომბინაცია. 

ლურჯი ფერი ცისა და მარადისობის სიმბოლოა. აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს სიკეთეს, ერთგულებას, სიმყარეს ურთიერთობებში. 

თუ ადამიანისთვის ლურჯი საყვარელი ფერია, მაშინ ლაპარაკია მოკრძალებულ და მელანქოლიკურ პიროვნებაზე. ასეთ ადამიანს ხშირად სჭირდება დასვენება, რადგან მალე იღლება. 

მისთვის აუცილებელია სტაბილურობის განცდა, გარშემომყოფებისგან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. 

ამ ფერის მიუღებლობა ახასიათებს ადამიანებს, რომელთაც შთაბეჭდილების მოხდენა უყვართ, თითქოს ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. 

სინამდვილეში კი თავის თავში ჩაკეტილი, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი ადამიანები არიან. 

მოკლედ, ლურჯი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ფსიქოლოგიური და ფიზიკური წონასწორობის მოთხოვნას უსვამს ხაზს, უარყოფა კი – პირიქით, ასეთი ადამიანები მოდუნებას ვერ ახერხებენ. 

ავადმყოფობისა და გადაღლის დროს ლურჯი ფერისადმი მოთხოვნა იზრდება. 

ფერთა სიმბოლიკა დღეისათვის ფართოდ გამოიყენება ბიზნეს-რეკლამაში. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი, შავი, წითელი – ეს ის ფერებია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ელიტური სეგმენტის საქონლის შესაფუთად, რადგან ისინი „ძვირფას“ ფერებად ითვლება. 

წითლისა და ყვითლის კომბინაცია, პირიქით, დაკავშირებულია სიხარულის, სითბოს, მხიარულების განცდასთან. 

ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ამ ფერს იყენებენ Mც Dონალდ’ს –ი . არსებობს ფერები, რომელთა ერთად გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან მყიდველში ნეგატიურ ემოციებს იწვევს. 

მაგალითად, იისფერი და ნარინჯისფერი გამოუვალ, სუიციდურ მდგომაეობას ასახავს. იგივე ეფექტი აქვს თეთ წარწერას ძალიან მუქ, შავ ფონზე

ფერთა გამას უკვე აქტიურად იყენებენ კომერციული და საყოფაცხოვრებო მიზნითაც. მაგალითად, შენობის ინტერიერის გასაფორმებლად რამდენიმე ფერის, ან ფერთა კომბინაციის გამოყენება გარკვეულ ემოციურ-საქმიან გარემოს ქმნის. 

ცისფერი ფერი მეგობრული ურთიერთობების დამყარებას და ინფორმაციის ათვისებას უწყობს ხელს. 

ამიტომ ამ ფერს „მოლაპარაკებების“ ოთახში იყენებენ. ცისფერთან ახლოს მდგომი ლურჯი ფერი კი, პირიქით, ყურადღებას ფანტავს და შრომისუნარიანობას აქვეითებს. 

მწვანე ფერი დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, ხსნის თავის ტკივილს, დაღლას, გაღიზიანებადობას, არეგულირებს წნევას. 

წითელი ფერი სისხლში ადრენალინის შემცველობას ზრდის. შრომისუნარიანობას ამაღლებს და რეკომენდირებულია მოდუნებული, ნელა მომუშავე ხალხისთვის. 

ითვლება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ყველაფერი თეთრად, შავად და რუხადაა შეღებილი, ადამიანები საჭიროების გარეშე დიდხანს არ ჩერდებიან.

იასამნისფერი მისტიურ ფერად მიიჩნევა. მისი სიმდიდრე გამოხატავს ელეგანტურობასა და არისტოკრატულობას. არის არისტოკრატული, იდუმალი, ნოსტალიგური და სულიერი.

სტაფილოსფერი არის სიცოცხლითსავსე და აღვიძებს სხავდასხვა შეგრძნებებს. ასოცირდება სიცოცხლისუნარიანობასთან , სითამამესთან, ენერგიულობასა და მხიარულებასთან.

ყავისფერი ასოცირდება სიძლიერეს და სიმტკიცესთან. თუმცა, მისი გამოყენებისას სიფრთხიელა საჭირო, რადგან ადამინების უმეტესობისთვის ჭუჭყსა და ნაგავთან სოცირდება.