• თბილისი
  • 26°C
  • 25 სექტემბერი, 2017
article

სუიციდი თავისი მზარდი მასშტაბებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს

მოსახლეობაში დეპრესიისა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტირება გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გახშირდა.

მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონამდე ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. სტატისტიკა საგანგაშოა - სუიციდის მსურველთა და განმახორციელებელთა რიცხვი მატულობს, ასაკი კი მცირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვემოთ ახალგაზრდებზე მოდის.

სუიციდი მიეკუთვნება თვითაგრესიის ფორმას, როდესაც ადამიანის აგრესია მის საკუთარ პერსონაზეა მიმართული. ასეთ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში რამდენიმე მიზეზი გააჩნიათ. ეს მიზეზები შეიძლება დაკავშირებული იყოს ეკონომიკურ სფეროსთან, სოციალურ საკითხებთან, ბიოლოგიურ სფეროსთან და ფსიქო-სოციალურ საკითხებთან.

განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ახალგაზრდები, ხშირ შემთხვევასი მათ არ აქვთ მათთვის სასურველი სტატუსი, ვერ ახდენენ თვითრეალიზებას. შესაბამისად ისინი ყველაზე ინტენსიურად რეაგირებენ მავნე, ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედებაზე.

საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა საკუთარი ნებით - კაცობრიობის თანმდევი ერთ-ერთი უძველესი პრობლემა თანამდეროვე მსოფლიოს „შავ ჭირად“ იქცა. სუიციდი - თავისი მზარდი მასშტაბებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს.

სუიციდის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში 2015 წელს დაფიქსირდა. საერთაშორისო ორგანიზაციამ მსოფლიოს 190 ქვეყანა შეისწავლა. მონაცემების გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წელს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სუიციდის სტატისტიკა 2005 წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა. საერთო ჯამში, ევროპაში ბოლო ორ წელიწადში 800 ათასი თვითმკვლელობის შემთხვევა დაფიქსირდა. 

ფრანგი სოციოლოგის ემილ დიურკემის მოსაზრების არსებობს სუიციდის შემდეგი ტიპები: ეგოისტური თვითმკვლელობები, ანომიური თვითმკვლელობა, ფატალისტური თვითმკვლელობა, ფარული სუიციდი, ალტრუისტური თვითმკვლელობა. 

არასახარბიელო მდგომარეობაა, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაშიც. საქართველო კავკასიაში თვითმკვლელობის შემთხვევების სიმრავლით პირველ ადგილზეა. ბოლო ოცი წლის მანძილზე, სუიციდის 6000 შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა, სპეციალისტების თქმით, სტატისტიკა რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან თვითმკვლელობა სამარცხვინოდ ითვლება და ასეთი ფაქტების გამჟღავნება იშვიათად ხდება.