• თბილისი
  • 34°C
  • 26 ივლისი, 2017
article

თაიმ სქვერზე მომხდარ ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ იორკში მომხდარ ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი - დაშავდა. ინციდენტი თაიმ სქვერზე მოხდა. მაღალი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. მომხდარის გამო, ნიუ იორკის პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.

სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი  26 წლის  მძღოლი მალევე დააკავეს, როგორც გაირკვა, ის ადრე ამერიკის საზღვაო ძალებში მსახურობდა.

ქალაქის მერის განცხადებით, მომხდარი ტერორისტული აქტი არ ყოფილა.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძღოლი დაკავებისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილი ორჯერ იყო დაკავებული ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო.