• თბილისი
  • 9°C
  • 22 ნოემბერი, 2017
article

ინციდენტი თბილისში - ავლაბარში სახლის ჭერი ჩამოინგრა

თბილისში, ავლაბრის რაიონში, ისნის ქუჩაზე ავარიული სახლის ჭერის ფრაგმენტი ჩამოინგრა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და დაზიანების მესამე კატეგორია აქვს.

ამხანაგობის თავმჯდომარე ყვება, რომ რეაბილიტაციაზე კონკურსი თბილისის განვითარების ფონდმა შარშან გამოაცხადა, არსებობს დროში გაწერილი პროექტიც, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.