• თბილისი
  • 8°C
  • 16 დეკემბერი, 2017
article

ცნობილი ექიმი რეზო გაგუა გარდაიცვალა

ცნობილი ონკოლოგი, პროფესორი რეზო გაგუა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (თოდუას კლინიკა) გარდაიცვალა. 

ინფორმაცია საზოგადოებრივს მისმა კოლეგებმა დაუდასტურეს. მათივე ცნობით, გაგუა საოპერაციოდან გამოვიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. 

რეზო გაგუა საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი იყო. 2007 წელს, საქართველოში ონკოლოგიური სამსახურის დაარსების 60 წლისთავთან დაკავშირებით, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი მუშაობისათბის გაგუა დააჯილდოვეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საპატიო სიგელით. რეზო გაგუა 1945 წელს ქალაქ ფოთში დაიბადა.