• თბილისი
  • 35°C
  • 22 აგვისტო, 2017
article

საზარელი ავარია ქუთაისის ავტობანზე- დაღუპულია 5 ადამიანი

5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 7 თვის ორსული ქალია. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილებში მსხდომი პირებიდან ყველა გარდაიცვალა, რადგან შეჯახების შემდეგ ავტომობილებს ტრაილერმა გადაუარა.