• თბილისი
  • 33°C
  • 29 ივნისი, 2017
article

ავარია ფონიჭალაში - სატვირთო მანქანა გზაზე ამოტრიალდა

ფონიჭალის გზაზე ავარია მოხდა. სატვირთო მანქანა, მძღოლის დაუდევრობის გამო ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟი. საპატრულო პოლიციის მიერ გამოძახებულია ამწე-ევაკუატორი, რითაც სატვირთოს გადაყვანა მოხდება.