• თბილისი
  • 19°C
  • 23 ოქტომბერი, 2017
article

დორტმუნდში ფეხბურთელებზე თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა

დორტმუნდელი თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქეა. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გერმანიის გენერალურმა პროკურატურამაც დაადასტურა.

თავდასხმა საფეხბურთო კლუბ ბორუსიაზე 11 აპრილს განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა კლუბის ავტობუსთან ამოქმედდა, რის შედეგადაც ერთი ფეხბურთელი დაშავდა.

პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი 28 წლის ახალგაზრდა უკვე დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს.