• თბილისი
  • 34°C
  • 21 აგვისტო, 2017
article

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის განმავლობაში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, საღამოს კი შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან დაიწყება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც 22 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქშიც ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი. 

23 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მაგრამ დღის მეორე ნახევრიდან კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი.