• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

ევაკუაცია თბილისის მეტროში - მგზავრები ვაგონიდან გამოიყვანეს

მეტროს მოძრაობა თავისულფების მოედნიდან ვარკეთილის სადგურამდე გუშინ საღამოს  ნახევარი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

მგზავრების განცხადებით, მიზეზი სავარაუდოდ დამწვარი ელექტროსადენების მწვავე სუნი იყო, რის გამოც ისინი ვაგონებიდან გამოიყვანეს. სხვა მიმართულებით შეფერხება არ ყოფილა. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაჩერების ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს. მათი ვარაუდით, ეს შესაძლოა ტექნიკურ ხარვეზს გამოეწვია. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახური. მგზავრებს გადადგილების უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც შესაბამისმა სამსახურმა დაასრულა სამუშაოები.