• თბილისი
  • 28°C
  • 25 ივნისი, 2017
article

ქუთაისში მეათეკლასელმა გოგონამ თავი ჩამოიხრჩო

ქუთაისში, საკუთარ სახლში მეათეკლასელი გოგო ფარდის საკიდზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზე მოხდა.

ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეზობლების განცხადებით, შემთხვევის დროს სახლში გარდაცვლილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.