რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272812345
ამინდი
  თბილისი1°-16°
  ქუთაისი6°-20°
  ბათუმი6°-15°
ბორჯომში, სამსახურიდან გათავისუფლებულმა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

13:48 12.01.2017
["პრესა.ჯი"]
ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში შუახნის მამაკაცმა ზ.კ.-მ თავი სახლის ეზოში ჩამოიხრჩო. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, ბოლო დროს მამაკაცი გულჩათხრობილი და დეპრესიული გახდა. ამის მიზეზად კი რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გათავისუფლებას ასახელებენ.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მამაკაცს მეუღლე მძიმე ავადმყოფი ჰყავს და მას მუდმივად ძვირად ღიერებული მედიკამენტები ესაჭიროება. ოჯახში მხოლოდ მათი შვილი მუშაობს, რომელიც სოფელში კერძო სამუშაოებზე დადის. თუმცა, ზამთარში ამ ეტაპზე ეს სამუშაოც აღარ აქვს.

გარდაცვლილის მეზობელი ნანა სიხიაშვილი ამბობს, რომ მამაკაცი, დახმარების სათხოვნელად რაიონის გამგეობაში და სოფლის რწმუნებულთან არაერთხელ იყო. მას ერთჯერადად 50 ლარით რამდენჯერმე დაეხმარნენ, თუმცა, მეზობლის თქმით, მეუღლის სამკურნალოდ საკმარისი არ აღმოჩნდა. სიხიაშვილი მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზად, სწორედაც რომ მძიმე სოციალურ მდგომარეობას ასახელებს.
"როგორც ყველა ქართველს, მასაც ძალიან უჭირდა. სადღაც კომპანიაში მუშაობდა, ერთ-ორ კაპიკს შოულობდა. ცოტა ხნის წინ იქიდანაც გამოუშვეს. სახლში მძიმე ავადმყოფი ჰყავს და მუდმივად ძვირად ღირებული წამლები ესაჭიროება. საწყალი ქალი წამლების გარეშე უბრალოდ მოკვდება.

"საცოდავი, ხან რაიონის გამგეობაში მიდიოდა, ხანაც სოფლის რწმუნებულთან. დახმარებას ითხოვდა. როგორც ვიცი, სოფლის რწმუნებული რამდენჯერმე დაეხმარა, კანონით რაც შეეძლო, ის ქნა. ახლა ამ გაჭირვებაში არავის აღარ აქვს იმის საშუალება, რომ მეზობელს დაეხმაროს.
"სახლში ერთადერთი ბიჭი მუშაობდა, ისიც სოფელში კერძო სამუშაოებზე დადის. ახლა ამ სიცივეში ეგეც არ არის. ძალიან უჭირდათ, საცოდავმა ასეთ მძიმე ყოფას ვეღარ გაუძლო და სახლის ეზოში თავი თოკით ჩამოიხრჩო," - ამბობს მეზობელი.

სოფელ ყვიბისის გამგებელი ამბობს, რომ გარდაცვლილ მამაკაცს თანხით ნამდვილად დაეხმარა. მამაკაცი რწმუნებულთან დახმარების თხოვნით, რამდენიმე თვის წინ მივიდა და ცოლის ოპერაციის გასაკეთებლად დაფინანსება სთხოვა.

რწმუნებული ამბობს, რომ მამაკაცი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა, სადაც ზ.კ-მ უთხრა, რომ სასახურიდან გაათავისუფლეს და სხვა სამუშაოს ვერ შოულობდა.

"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. სახლის უკან გაპარულა და თავი ჩამოუხრჩვია. როგორც გარდაცვლილის ცოლმა მითხრა, ბოლო დროს საკმაოდ ჩაკეტილა და აღარავის ელაპარაკებოდა. სამსახურიდან გაათავისუფლეს და სიტუაციას ძალიან მძიმედ განიცდიდა.

"სახლში მძიმე სოციალური მდგომარეობა ჰქონდა. როგორც ჩანს, ვალებიც ბევრი ჰქონდა, მის მეუღლეს ძვირიანი წამლები სჭირდება. ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო და საცოდავმა ნავი მოიკლა. გული დამწყდა, მართლა ღირსეული და მშრომელი ადამიანი იყო," - ამბობს რწმუნებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო

ბეჭდვა  
კომენტარები:
Dindon2017-01-12 16:02:16
Mere vis daicheren?

2017-01-12 22:02:12
ყველა სტატიის ქვემოთ მატლები რატომ არის? გააქრეთ ეს საზიზღრობები

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. ვეღარ გამოიდარებს – კლიპი მაია ასათიანის შვილის ხსოვნას
2. "შევედი, ჭირისუფალს თვალი გავუსწორე, და სწორედ იმ მომენტში რაღაც მოკვდა ჩემში სამუდამოდ"
3. "რამდენმა ჩვენთაგანმა დავცინეთ სულ რამოდენიმე დღის წინ, რამდენმა სიძულვილით საშინელი სიტყვებით შეამკო"
4. "გჯეროდეს და იყავი მართალი... მე შენი მჯერა! შენი დედიკო" - მაია ასათიანის წერილი ქალიშვილს
5. "ეს ისტორია გამახსენდა დღეს, როცა ახლა საკუთარ შვილს უკანასკნელ გზაზე აცილებს"
6. ხვალიდან აღდგომის მარხვა იწყება - რა უნდა იცოდნენ მორწმუნეებმა?
7. "სხვის შვილებს ვეხმარებოდი და ჩემსას რატომ ვერ დავეხმარეო, მკითხა"
8. "ბევრი ბავშვის მამას მეორე ცოლი ჰყავს, ამიტომ პატარებს დედინაცვლის სიძულვილი არ უნდა ჩავუნერგოთ"
9. "დაწყნარების საშუალება არა გვაქვს... საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული"
10. "ამაზრზენები ხართ, "ჟურნალისტებო", ფუუ, თქვენი ბანძი დედას შ***ცი"
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901