• თბილისი
  • 33°C
  • 20 აგვისტო, 2017
article

"მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა"

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილის ადვოკატები დღევანდელი პროცესის გადადებას ითხოვენ. დაცვის მხარე სასამართლოს მაია რჩეულიშვილის განცხადებას წარუდგენს, რომლითაც ის ითხოვს, რომ მისი მონაწილეობის გარეშე სასამართლო პროცესები არ ჩატარდეს.

„გუშინ დღის პირველ ნახევარში მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც მან დაწერა განცხადება იმის შესახებ, რომ თანახმა იყო, პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებულიყო, რათა არ მომხდარიყო სპეკულაციები პროცესის გაჭიანურებაზე, თუმცა დღის მეორე ნახევარში მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მან მეორე განცხადება დაწერა, რომლითაც ის ითხოვს, რომ პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე არ ჩატარდეს. ეს განცხადება გადაეცა ციხის ადმინისტრაციას, რომელსაც სასამართლოსთვის უნდა გადაეგზავნა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მეორე განცხადება სასამართლოში შესული არ არის. ჩვენ მოვახსენებთ სასამართლოს მაია რჩეულიშვილის პოზიციას და სასამართლო იმსჯელებს, გადადოს თუ არა დღევანდელი პროცესი იქამდე, სანამ მაია რჩეულიშვილი არ შეძლებს პროცესში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ.