რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი7°-18°
  ქუთაისი14°-24°
  ბათუმი13°-19°
ეკა მიშველაძე პრეზიდენტის სიძის დაჭრის ფაქტზე: "იმედი გვაქვს, გამოძიება ეფექტური იქნება"

11:28 12.01.2017
["პრესა.ჯი"]

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე მინდია გოგოჭურის დაჭრის ფაქტს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ გამოძიება იქნება ეფექტური.

მისი ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია და ამ ეტაპზე მეტი არაფრის თქმა არ შეუძლია.

”რა თქმა უნდა, ვერანაირ ვარაუდზე და ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია განვაცხადოთ არის ის, რომ ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე ხდება თავდასხმა, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება , ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური”, - განაცხადა მიშველაძემ.

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, წუხელ პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. დაჭრილია მისი თანმხლები მეგობარიც.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

დაჭრილი პირები რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში წუხელვე გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2017-01-12 11:54:58
მოაშორეთ მატლები!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. "გაავრცელეთ!!! ბევრმა არც კი იცის!!! არადა ძალიან სასარგებლოა"
2. რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?
3. "საბოლოოდ მოვეფერები შენს გაყინულ ხელებს" - ეკა ყურშიტაშვილის სევდიანი წერილი
4. „რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია“ - გია მაისაშვილის ეს წერილი ძალიან გაგახარებთ
5. პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - რა ხდება შამგონაში? (ვიდეო)
6. "15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის ბაბულიკამ გააუპატიურა... რეაქცია ნული"
7. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
8. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
9. 112-ის ოპერატორის სწრაფმა რეაგირებამ 24 წლის გოგონა სუიციდისგან იხსნა
10. „ნიჟარაძე ვერ იტანს ლამაზ გოგოებს“ - როგორ ეხმაურებიან სოფო საჟინიანის გამოსვლას?
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901