• თბილისი
  • 30°C
  • 27 ივნისი, 2017
article

კვირიკაშვილი: „არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება“

„არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება“, - ასე შეეცადა პრემიერი კვირიკაშვილი თავისივე ოდნავ გაუგებარი და საკმაოდ შეუფერებელი განცხადების „დავარცხნა-შელამაზებას“.

შეგახსენებთ რომ დღეს, კვირიკაშვილმა განაცხადა რომ ვარდების მოედნის ქვეშ მდებარე ღამის კლუბში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ. მისი თქმით, იქ „მხოლოდ ქართველ მანდილოსნებს უშვებენ“.

პრემიერმა სრული სერიოზულობით დაავალა შს მინისტრს საკითხის შესწავლა და მოგვარება.

„ეს არის ჩვენი შეურაცხყოფა“, - აღნიშნა პრემიერმა და ივარაუდა რომ ვარდების მოედანთან მდებარე ღამის კლუბში „შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პროსტიტუციას“. 

იხილეთ კვირიკაშვილის პირველი განცხადება ღამის კლუბსა და ქართველ მამაკაცებზე