• თბილისი
  • 32°C
  • 25 ივლისი, 2017
article

ობამამ გამოსამშვიდობებელი გამოსვლის დროს ცრემლი ვერ შეიკავა (ვიდეო)

10 იანვარს ბარაკ ობამამ პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ მიმართა საზოგადოებას.

მან ამერიკელ ხალხს მოუწოდა დემოკრატიის დაცვისკენ, გამოსვლის ბოლოს კი ცრემლი ვერ შეიკავა. საკუთარ გამოსვლაში რასიზმსა და ეკონომიკური უთანასწორობას ამერიკის მთავარი საფრთხეები უწოდა.

ობამას ბოლო გამოსვლა ჩიკაგოს კონგრეს-ცენტრში გაიმართა. პრეზიდენტს თან მეუღლე მიშელ ობამაც ახლდა.

"ბოლო 25 წლის განმავლობაში შენ არა მხოლოდ ჩემი მეუღლე, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიც ხარ. შენს თავზე ის როლი აიღე, რომელიც არ გითხოვია. შენ თეთრი სახლი იმ ადგილად აქციე, რომელიც ყველას ეკუთვნის. მე ვამაყობ შენით. ქვეყანა ამაყობს შენით“, - მიმართა მან პირველ ლედის და ემოცია ვერ შეიკავა.

მან შვილებსაც მიმართა და თქვა, რომ "ყველაზე დიდ სიამაყეს განიცდის იმის გამო, რომ მათი მამაა".

თავის გამოსვლაში ობამამ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი სახით ძმა შეიძინა.

საერთო ჯამში, ბარაკ ობამას ბოლო გამოსვლა პრეზიდენტის რანგში საკმაოდ ემოციური გამოდგა.

აშშ-ს პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ახალ 55 წლისაა. ის თეთრ სახლს სათავეში 2008 წლიდან უდგას.

20 იანვარს ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ მის პოსტს დონალდ ტრამპი ჩაიბარებს.