Carpet Cleaning Calgary
რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი1°-11°
  ქუთაისი3°-11°
  ბათუმი4°-9°
7 რამ, რაც ჯვართან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ - არ შეიძლება ნაპოვნის აღება

23:17 25.12.2016
["პრესა.ჯი"]
ჯვარი – ქრისტიანული რწმენის მაჩვენებელი სიმბოლოა. ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ, შეიძლება თუ არა სხვისი ჯვრის ტარება და რატომ არ შეიძლება მისი ტანსაცმის ზემოდან დაკიდება. ჯვარი, ღვთისმსახურების აზრით, მორწმუნე ადამიანს მუდამ უნდა ეკეთოს. მაგრამ არსებობს მასთან დაკავშირებული აკრძალვებიც. ზოგი მათგანი მეტი არაფერია, თუ არა ცრურწმენა, რაზეც მორწმუნე ადამიანმა არ უნდა იფიქროს. ასეთებს მიეკუთვნება მაგალითად ჯვრის თვითგამუქება. და ეს არაა ერთადერთი კითხვა, რაც მორწმუნე ადამიანს აინტერესებს თავისი ჯვრის შესახებ.

1. არ შეიძლება ჯვრის ჯაჭვით ტარება

არავითარი აკრძალვა არაა ჯაჭვზე. აქ უფრო მოხერხებულობაზე და ჩვევაზეა საუბარი. თუ ადამიანს სურს ატაროს ჯვარი ჯაჭვით, შეუძლია ეს გააკეთოს, ეკლესია არ კრძალავს ამას. მთავარი პრინციპი, რასაც აუცილებელია მივყვეთ ასეთ შემთხვევებში – ჯვარი არ მოძვრეს ყელიდან და არ დაიკარგოს. თასმაც და ჯაჭვიც მისაღებია. ცრუმორწმუნე ადამიანები გვიმტკიცებენ, რომ ყველა ნიშნის მიხედვით ჯვარი უბრალოდ ისე არ იკარგება.

2. არ შეიძლება ჯვრის ტანსაცმლის ზემოდან ტარება

ეს _ აბსოლიტურად ჭეშმარიტი მტკიცებაა. ჯვარი წარმოადგენს რწმენის და დაცვის სიმბოლოს. ადამიანი, არ ატარებს რა ჯვარს ღიად, აჩვენებს ჭეშმარიტ რწმენას, არ ხდის რა მას საჩვენებელს. ასევე მთელი სითბო და კურთხევა, რასაც მღდელი აკურთხებს გულსაკიდ ჯვარს, ამ შემთხვევაში მხოლოდ თქვენ გადმოგეცემათ.

3. არ შეიძლება ჯვრის ჩუქება

ჯვრის ჩუქება ყოველთვის შეიძლება. რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ ამაზე მშობლები ან ნათლიები იზრუნებენ ნათლობის დროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანს არ შეუძლია გაჩუქოთ ჯვარი. არსებობს ასეთი ტრადიციაც, როდესაც ორი ადამიანი გულსაკიდ ჯვარს უცვლის ერთმანეთს, რითაც ქრისტიანი დები ან ძმები ხდებიან. როგორც წესი, ამას მხოლოდ უახლოესი ადამიანები აკეთებენ.

4. არ შეიძლება ნაპოვნი ჯვრის აღება

ცრურწმენაა, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს. შეგახსენებთ ასევე, რომ ეკლესია ცრურწმენებს არ აღიარებს და შეუთავსებლად მიაჩნია ქრისტიანულ რწმენასთან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ნაპოვნი ჯვრის აღებით იმ ადამიანის პრობლემებს მიიღებ, ვინც დაკარგა ან დატოვა ჯვარი. ნაპოვნი ჯვარი, იმდენად რამდენადაც სიწმინდეა, აუცილებელია ან ეკლესიაში მიიტანოთ, ან დაიტოვოთ და შეინახოთ სახლში ხატების კუთხეში.

5. არ შეიძლება სხვისი ჯვრის ტარება

თუ თქვენ ჯვარი გერგოთ მშობლებისგან ან რომელიმე სხვა ახლობელი ადამიანისგან _ შეიძლება მისი ტარება. ეკლესია ამას არ კრძალავს. მითუმეტეს თუ თქვენი ჯვარი არ გაქვთ. მრავალი ადამიანი თვლის, რომ ნივთები თავისი მფლობელის ენერგეტიკის მატარებელია და მას შეუძლია ახალ მფლობელზე გადასვლა. მიაჩნიათ ასევე, რომ აძლევენ რა ჯვარს, ადამიანს თავისი ბედის ნაწილსაც გადასცემენ. მაგრამ, ასეთ ცრურწმენებს არაფერი საერთო არ აქვთ ქრისტიანულ რწმენასთან და ოკულტურ მსოფლმხედველობას მიეკუთვნება.

6. არ შეიძლება ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულებიანი ჯვრის ტარება

კიდევ ერთი ცრურწმენა, რაზეც არ ღირს ყურადღების მიქცევა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯვარცმის გამოსახულებიანი ჯვარი ადამიანს მძიმე ცხოვრებას უქადის. ეს არაა სწორი. ასეთი ჯვარი ხომ სიმბოლოა ჩვენი ხსნისა ქრისტეს მსხვერპლის საფასურად. მის ტარებაში არაფერი ცუდი არ არის. მაგრამ უნდა ვატაროთ სწორად: ჯვარცმა შემობრუნებული უნდა იყოს არა თქვენსკენ, არამედ გარეთ.

7. არ შეიძლება უკურთხებელი ჯვრის ტარება

უმჯობესია, თუ ჯვარი ნაკურთხია. მაგრამ აკრძალვა უკურთხებელი ჯვრის ტარებაზე, როგორც ასეთი, არ არსებობს. ითვლება, რომ ბოროტი სული ორ გადაჯვარედინებულ ჯოხსაც კი გვერდს უვლის. თუმცა, მორწმუნე ადამიანისთვის მაინც უმჯობესია მისი რწმენის სიმბოლო ნაკურთხი თუ იქნება.

ჯვარი ნებისმიერი სახის შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორიც თქვენ მოგწონთ: ოქროსი, ვერცხლის, სპილენძის ან ხის. მასალას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია მისი კურთხევა და საიუველირო მაღაზიაში ნაყიდი სამშვენისივით არ გამოყენება. აუცილებელია გესმოდეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ჯვარი, რომელიც ღმერთის რწმენის სიმბოლოა, განხვავდება ლამაზი, მაგრამ დეკორატიული ჯვრებისგან. ისინი არ ატარებენ სულიერ დატვირთვას და რწმენასთან არავითარი საერთო არ აქვთ.

წყარო: intermedia.ge
ბეჭდვა  
კომენტარები:
ინა2016-12-29 17:23:08
ჯვარცმის გამოსახულებასში აქვს თუ არა მნიშვნელობა ფეხების მდგომარეობას?გადაჯვარიდენებული,კატოლიკურიაო ამბობენ.რამდენად სწორია ეს?

99332016-12-30 23:57:40
დიახ, გადაჯვარედინებული კათოლიკურია და კრიჟი ჰქვია.

2016-12-31 06:52:34
Me zgvazevnaxe kuloni zedromis papia gamosaxuli sheixleba rom vatsro an xatebtandavdo

ვალერი2017-01-15 11:05:35
თუ შეიძლება ორი ან მეტი ჯვრის ტარება.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერდით მხარს?
  
ტოპ ათეული
1. "მოძღვარმა ჯერ ლოცვები წაიკითხა, შემდეგ ლიფი ამიწია, ზეთი მაცხო და ორივე მკერდზე მაკოცა"
2. რა ხილვა ჰქონდა ბავშვს, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა? – ,, ღვთისმშობელი გამომეცხადა და მითხრა ილოცეო”
3. "გთხოვთ, გაავრცელეთ!" - პოეტი შალვა ბაკურაძე დაიკარგა
4. უბედური შემთხვევა თბილისში - ვაკეში მიწა ჩავარდა და მამაკაცი ჩაიყოლა
5. ქრისტეს სისხლის ანალიზის გამაოგნებელი შედეგები – მეცნიერებმა მისი ღვთაებრივი წარმოშობა დაადასტურეს
6. ილია მეორე: გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, სახლის კუთხეებში დააწეროთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელი
7. "მე - მაია ასათიანმა, არ ვიცოდი და არც არავის უთქვამს ჩემთვის"
8. "ძალიან სამარცხვინო და გამაღიზიანებელია, როცა ხარ ნანუკა ჟორჟოლიანი" - გურამ შეროზია
9. ოცნების გეგმა: თბილისის მერი - კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი - ღარიბაშვილი, "პენსიაზე" - კვირიკაშვილი
10. ნიკა ჭავჭავაძე: გუშინ ნანუკა ჟორჟოლიანი დამესხა თავს!
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901