• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

საპატრიარქოს საგანგებო განცხადება: "მოსახლეობას ვაფრთხილებთ!"

საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოსახლეობას აფრთხილებს:

„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: „მხსნელი“, „გადამრჩენელი“ და ა.შ.

გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.