• თბილისი
  • 2°C
  • 17 იანვარი, 2018
article

თომა ბეთანელი: "სასულიერო პირთან დაწოლა მადლია"

თომა ბეთანელი, იგივე გურამ ბეთეიშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ ერისკაცობის გვარი აღარ ახსოვს და მისი იმჟამინდელი ცხოვრება დავიწყებას მიეცა, დაიბადა ხაშურის რაიონის სოფელ გომში.

"35 წლიდან 7 წელი ვიჯექი ისე, რომ მეკუთვნოდა - ოქროულობის მაღაზია გავძარცვე", "მე ახლა ბეთანელი ვარ. ერისკაცობაში რა გვარი ვიყავი აღარ მახსოვს", "მამა გაბრიელსაც დევნიდნენ, სანამ ცოცხალი იყო... მეჩხუბებოდნენ, წმინდანი არაა და რატომ დაგაქვს მისი ხატიო", "ნაციონალებისგან" "ბლატებიც" მქონდა... წინასწარმეტყველმა თქვა, სააკაშვილი მოვაო, ხო გახსოვთ, ხალხი რომ ამბობდა?! ეგ მე ვთქვი", — ასეთი განცხადებებით შემოიფარგლება ბერი.

მას სწამს, რომ უფლის რჩეულს მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია,რადგან ირგვლივ სატანები არიან მომრავლებულნი, როგორც თვითონ იტყოდა და მხოლოდ მას ძალუძს მათი განდევნა.

გადავხედოთ სიყრმის წლებს: თომა არასდროს გამოირჩეოდა თავდაჭერილობით, არც სწავლისადმი დიდი ინტერესი გამოუჩინია ოდესმე. მისი ქმედებებიდან გამომდინარე ხშირად იპყრობდა მილიციის ყურადღებას, რის გამოც გომის სკოლის მაშინდელ ხელმძღვანელ — გრიშა ნოზაძესა და სხვა პედაგოგებს სერიოზული მუშაობის ჩატარება უწევდათ, რომ მთლიანი სკოლის პრესტიჟს და იქ მომსახურე პერსონალს პრობლემები არ შექმნოდათ.

ბოლო წლებში აქტიურად გამოდიოდა ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო გამოსვლებში, გმობდა ანტიმართმადიდებლურ მთავრობას, თავისი მასონი ბელადით. ასე უღვიოდა ცრუ პატრიოზმით გული ბერს, რომელიც 2003 წელს ხაშურში წალენჯიხიდან წამოსულ კოლონას დროშებით მიუძღვოდა წინ. თან იძახდა: "ხელში მიჭირავს ბიბლია , მიშა გადაარჩენს საქართველოს , ის აგვაყვავებს".

თომამ 35 წელი გაატარა საპატიმროში. როგორც თვითონ ამბობს, აქედან მხოლოდ 7 წელი ჰქონდა მისჯილი სამართლიანად, ისიც უბრალო ხატების მოპარვის გამო .

ახლა კი ის საკუთარ ვალს აღასრულებს უფლის წინაშე. გმობს ეკლესიის, სამშობლოსა და ყველაფერი ქართულის მოწინააღმდეგეებს. ამტკიცებს, რომ მას ეშმაკის განდევნა შეუძლია შეპყრობილი ადამიანის სულიდან და ეს უფლისმიერი წმინდა საჩუქარია,რომელიც მხოლოდ მას ხვდა წილად.

მისი ნახვა კი საღამოხანს, თბილისის მეტროს ხალხმრავალ სადგურებში შეგიძლიათ. აუცილებლად გადააწყდებით თვითმარქვია სასულიერო პირს, რომელიც გოგონებს ხატის წაღებაში დახმარებას სთხოვს, შემდეგ კი მათ ეუბნება, რომ სასულიერო პირთან დაწოლა მადლია.