• თბილისი
  • 6°C
  • 24 ნოემბერი, 2017
article

თსუ-ს პროფესორის სკანდალური განცხადება ქართველ ახალგაზრდებზე

თსუ-ს პროფესორმა ქეთევან პავლიაშვილმა  „ფეისბუქზე“, ახალგაზრდა მოხალისეების შესახებ თავისი მოსაზრება დაწერა. პროფესორის განცხადებით, ახალგაზრდებით აღტაცება თავის მოტყუება და სირაქლემას პოზაა, რადგან ყოველ სემესტრში უფრო დაჩლუნგებული თაობა მოდის.   

„ქალბატონ ქეთევანს ძალიან უნდა, სცდებოდეს, მაგრამ ვერ სცდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქ-ნი ქეთევანი 35 წელია ახალგაზრდებთან მუშაობს დღეში 7 საათში, შაბათ-კვირის გამოკლებით და ყოველ ახალ სემესტრში სულ უფრო დაჩლუნგებულ თაობას აწყდება.                                                                                                                                                                                 

ნუ გიკავიათ სირაქლემას პოზა და ნუ იტყუებთ თავებს. ის, რაც დღეს ხდება თბილისში (სოლიდარობა) ბუნებრივია, მისასალმებელია, თუმც ასეთები გვინახია, ხვალ რომ ყველას მიავიწყდება ყველაფერი და როგორც კი ვინმე ფეხზე დადგება, სასწრაფოდ ყელში წაუჭერენ.

ეს იცის ქ.-მა ქეთევანმა და ამის დიდი გამოცდილება აქვს ქ.-ნ ქეთევანს. ეს ისე, ცნობისთვის“, - წერს პავლიაშვილი.