რეკლამა Presa.ge-ზე: 599 877 901
სპეციალური ფასები
სარეკლამო ადგილი - 82
252 x 100
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
  თბილისი7°-18°
  ქუთაისი14°-24°
  ბათუმი13°-19°
ვებლანდია გლობალური ლიდერის, Acquia-ს პარტნიორია

15:13 23.01.2015
["პრესა.ჯი"]
მიმდინარე კვირას ქართული ი.ტ.კომპანია “ვებლანდია” პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, “Acquia”-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს ინფორმაცია საყურადღებოა, რამდენადაც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციას ეხმაურება.

Acquia გახლავთ Drupal-ზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის  და სერვისების უმსხვილესი პროვაიდერი მსოფლიოში. “ვებლანდია”, რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ Open Source პლატფორმას იყენებს ვებ დეველოპმენტისთვის, ერთადერთი მოქმედი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც Acquia-მ პარტნიორის სტატუსი მიენიჭა.

სტუდია “ვებლანდია” ახალგაზრდა კომპანიაა, რომელიც მხარს უჭერს სოციალურად სასარგებლო ვებპროექტების ინიცირებას და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში. სტუდიის მიზანია - მიმართოს საკუთარი გამოცდილება და ძალისხმევა ახალი, მეგობრული გარემოს შესაქმნელად ვებ სივრცეში.

“ვებლანდიის” თანადამფუძნებლის თამარ გურწიშვილის თქმით, ასეთი პარტნიორობა მრავალმხრივი შედეგის მომტანია: “პროგრამის ფარგლებში გაიზრდება ჩვენი პროდუქტების და სერვისის ხარისხი. Acquia გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ მათი ცოდნა ჩვენი კომპანიის და კლიენტების სასარგებლოდ, ასევე ვისარგებლოთ მათ მიერ დანერგილი სხვადასხვა აპლიკაციებით,  საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლებელია პირდაპირი ტექნიკური მხარდაჭერის და კონსულტაციების მიღება, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენი მომსახურების ხარისხს და მასშტაბებს. პარტნიორობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა ჩავატაროთ სხვადასხვა სახის ტრეინინგები, რაც დაეხმარებათ ქართველ დეველოპერებს აიმაღლონ საკუთარი კვალიფიკაცია უმძლავრესი Open Source პლატფორმის გამოყენებაში და გახდნენ Drupal-ის სერთიფიცირებული დეველოპერები. ამასთან, მოგვეცა Acquia-ს მარკეტოლოგებთან უშუალო კომუნიკაციის დამყარების საშუალება. ყოველივე ეს კიდევ უფრო აახლოვებს “ვებლანდიას” იმ ხარისხთან და სტანდარტებთან, რასაც Acquia გლობალურ დონეზე სთავაზობს თავის კლიენტებს”.

როგორც კომპანიაში აცხადებენ: პარტნიორობის მსურველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რომელსაც Acquia ითხოვს,  თუმცა ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და სხვა ქართულ კომპანიებსაც მოუწოდებენ, უფრო მეტად იაქტიურონ საერთაშორისო ბაზარზე მეგობრების მოსაპოვებლად.

"ვებლანდიის" მესვეურების თქმით, ისინი კვლავ გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას და მომავალში შეეცდებიან საზღვარგარეთაც განავითარონ საკუთარი სერვისების ექპორტი.

აღნიშნული კომპანიის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მხრივ ერთ-ერთი აქტიური ქვეყანაა და ჩვენი ბაზარი მუდმივად ვითარდება. ი.ტ. სფეროს განვითარებას საქართველოში ხელი შეუწყო ბოლო წლების ინიციატივებმაც, როგორიცაა ქვეყნის თავისუფალ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ზონად გამოცხადება სახელმწიფოს მიერ, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის - იმავე ტექნოპარკის მშენებლობის წამოწყება, ი.ტ. ბიზნესინკუბატორების შექმნის და ჰაკათონების ჩატარების ხელშეწყობა კერძო სექტორის მიერ და ა.შ.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფერო დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად სექტორს წარმოადგენს დასაქმების ბაზარზეც, რაც ამ მხრივ არსებული სასწავლო პროგრამების განვითარებაზეც აისახება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში შეძლებს ი.ტ. სერვისების აქტიურ ექსპორტიორ ქვეყნად გადაქცევას.სამწუხაროდ, ამ მხრივ ერთ-ერთი სტრატეგიული მასშტაბის პროექტის განხორციელება ბოლო დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.საუბარია ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე, რომელიც ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ფუნქციასაც იტვირთებდა, მაგრამ ვიმედოვნოთ რომ ეს პროექტი კვლავ განხორციელდება.

ბმული:https://www.acquia.com/partners/showcase/weblandia

ბეჭდვა  
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



გამოკითხვა
თქვენი აზრით, ქვეყანაში მძიმე დანაშაული:
  
ტოპ ათეული
1. "გაავრცელეთ!!! ბევრმა არც კი იცის!!! არადა ძალიან სასარგებლოა"
2. რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?
3. "საბოლოოდ მოვეფერები შენს გაყინულ ხელებს" - ეკა ყურშიტაშვილის სევდიანი წერილი
4. „რის მეოთხე სტადია, რა მეოთხე სტადია“ - გია მაისაშვილის ეს წერილი ძალიან გაგახარებთ
5. პარანორმალური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - რა ხდება შამგონაში? (ვიდეო)
6. "15 წლის სკოლის მოსწავლე 40 წლის ბაბულიკამ გააუპატიურა... რეაქცია ნული"
7. "ხალხო, წაიკითხეთ! შოკი მაქვს! სახლების ფანჯრებზე წმინდანები გამოისახა"
8. "ეს წაიკითხეთ ყველამ, ვისაც ბანკების კრედიტები გაქვთ"
9. 112-ის ოპერატორის სწრაფმა რეაგირებამ 24 წლის გოგონა სუიციდისგან იხსნა
10. „ნიჟარაძე ვერ იტანს ლამაზ გოგოებს“ - როგორ ეხმაურებიან სოფო საჟინიანის გამოსვლას?
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901