რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
ჭავ­ჭა­ვა­ძის #16-ში ალ­ტას გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შო­უ­რუ­მი გა­იხ­ს­ნა
ჭავ­ჭა­ვა­ძის #16-ში „ალ­ტას“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შო­უ­რუ­მი გა­იხ­ს­ნა
ძილ­ში, შე­საძ­ლო­ა, თქვენ­თან სექ­სუ­ლა­უ­რი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რონ - ვინ არი­ან სიძ­ვის დე­მო­ნე­ბი?
ბანკ „რეს­პუბ­ლი­კას“ ახა­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ჰყავს
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ამინდი
  თბილისი16°-21°
  ქუთაისი15°-22°
  ბათუმი19°-21°
სათამაშო ბიზნესი ქვეყანაში ლეგალური უნდა იყოს

16:52 27.02.2013
[ნინო ბარათაშვილი]

ბოლო დროს ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ  სათამაშო  ბიზნესის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა და მის აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტში პეტიციაც შეიტანა, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, არანაირი სერიოზული გამოკვლევა, თუ კონსულტაცია ამ საკითხზე ქვეყნის მთავრობასთან და ექსპერტთა წრეებთან მათ არ ჩაუტარებიათ. აუჩემებიათ ამ ბიზნესის მავნე ზეგავლენა მოზარდებზე, მაგრამ რა შედეგები დადგება ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის აკრძალვით, ვერ აცნობიერებენ. ზოგადად კი ეს უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაზე და მის ეკონომიკაზე.

მოდით, განვიხილოთ რამდენიმე ფაქტორი, რატომ უნდა არსებობდეს საქართველოში სათამაშო ინდუსტრია: პირველი – ეს არის უზარმაზარი შემოსავლები ბიუჯეტში – დაახლოებით 140 000 000 ლარი, რაც ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის 2%–ია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს მხოლოდ პირდაპირი შემოსავალია ბიზნესის სალიცენზიო და  სანებართვო მოსაკრებლებიდან, მაგრამ ამის გარდა, ამ ბიზნესს არაპირდაპირი შემოსავლებიც მოაქვს ქვეყნისთვის, რაც პირდაპირ კავშირშია მეორე ფაქტორთან – ეს არის ტურიზმი. სამორინე თუ სათამაშო კლუბი ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა უცხოელი ტურისტების მოსაზიდად. სათამაშო ინდუსტრია უდიდეს სტიმულს აძლევს ტურისტულ ბიზნესს განვითარებისათვის, ხოლო მისი აკრძალვა კი მნიშვნელოვნად უკან დასწევს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. მესამე ფაქტორი სათამაშო ინდუსტრიაში დასაქმებული ხალხია, ეს დაახლოებით 7000 ადამიანია და თითოეულის უკან მისი ოჯახია, საშუალოდ, 4  ადამიანი. შეიძლება ეს ციფრები ძალიან შთამბეჭდავად არ მოგვეჩვენოს, მაგრამ თუკი ისეთი პატარა ქვეყნის უმუშევართა რიგებს, როგორიც საქართველოა, კიდევ 7000 ადამიანი დაემატება, ეს დიდი პრობლემაა ზოგადად ქვეყნისთვის. და ბოლოს, მეოთხე - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის შესახებაც აკრძალვის მომხრეები უბრალოდ, არ საუბრობენ ან ვერ აცნობიერებენ – ეს არის ლეგალური და კანონიერი ბიზნესის იატაკქვეშ გადაყვანა, რადგანაც სათამაშო ბიზნესის აკრძალვით, ის ხალხი, ვისაც თამაში უნდა, მაინც მონახავს საშუალებას სათამაშოდ, თუმცა, ეს უკვე გასული იქნება ლეგალური ჩარჩოებიდან და აბა მაშინ ვნახოთ პრობლემები მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

გავიხსენოთ ბიზნესის ლეგალიზაციამდე და ლეგალიზაციის პირველ წლებში ე.წ. „თავანები“, „ხელზე მაზები“, „პრისტავკები“, ანუ წაგებული თანხის რაღაც პერიოდის შემდეგ გასტუმრება და ამის გამო ე.წ. „ფუფლოჩნიკობის“ შიში მოზარდებში, რასაც შეიძლება მართლა სერიოზულ დანაშაულამდე, ან თუნდაც თვითმკვლელობამდე მიეყვანა ვინმე. საბედნიეროდ, სათამაშო ბიზნესის მკაცრი რეგულაციების გამო ეს საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, რჩება ევროპული ინტერნეტ-სამორინეები და ტოტალიზატოტები. მაგალითად, bet365, william hill, bwin და მრავალი სხვა. ამ საიტებზე რეგისტრაცია და თამაში საბანკო ბარათების და ე.წ ელექტრონული საფულეების საშუალებით დღეს ქართველი მომხმარებლისთვის უპრობლემოდ შეიძლება და ამის დაბლოკვა შეუძლებელია. ანუ შედეგი, რისთვისაც მავანნი იბრძვიან, მიუღწეველია, ხოლო ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ ზარალდება.

საქმეში ჩაუხედავ და გაურკვეველ ხალხს მეზობელი ქვეყნების მაგალითი მოყავს, სადაც ეს ბიზნესი აკრძალულია. ესენია თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი, მაგრამ რაღა ამაში უნდა დავემსგავსოთ ასეთ ქვეყნებს, თუკი სწორება ყველაფერში ევროპაზე გვაქვს, სადაც სათამაშო ბიზნესი ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. ცნობისათვის, იგი ლეგალურია ევროპის სახელმწიფოებში: ავსტრია, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვენია, სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი, ხორვატია, მალტა, პორტუგალია, ხოლო მონაკოს ეკონომიკის 98% მონტეკარლოს სამორინედან შემოსული თანხებია.

საუბრობენ ამ ბიზნესისათვის სპეციალური ზონების შექმნის თემაზეც, თუმცა ასეთი ზონების არსებობა მხოლოდ დიდი ქვეყნებისათვისაა მომგებიანი. კერძოდ, აშშ–ში, ჩინეთში და რუსეთში სწორედ ასეთ ზონებშია ნებადართული ბიზნესი. ამ ზონამ რომ გაამართლოს, ამისთვის მრავალმილიარდიანი ინვესტიციები და ტურისტთა დიდი ნაკადია საჭირო, რაც უდავოდ მომგებიანი გახდა აშშ–ის ლას–ვეგასისათვის და ატლანტიკ სიტისათვის, ასევე ჩინეთის მაკაუსთვის, (თუმცა ამის მიუხედავად 2012 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტმა ობამამ პირდაპირი მითითება მისცა კონგრესს, რათა მომზადდეს კანონპროექტი ონლაინ პოკერის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით) ვერაფრით ვერ აამუშავა რუსეთმა ასეთი ზონები კრასნოიარსკსა და როსტოვში, აქ ვერც ინვესტიცია განხორციელდა საჭირო რაოდენობის და არც ტურისტი ჩადის მათ მოსანახულებლად, ამიტომ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ამ ზონების მოსკოვთან ახლოს გადატანაზე დაიწყო საუბარი. (ცნობისათვის, ონლაინ კაზინო და ტოტალიზატორი რუსეთში კანონით დაშვებულია და მუშაობს.) ანალოგიური ზონის შექმნის მცდელობა იყო ჩვენს მეზობელ სომხეთშიც, თუმცა მთავრობა მალევე მიხვდა, რომ შეცდომას უშვებდა  და მომზადებული კანონპროექტი შეაჩერა. ასეთი ზონა ყოვლად წამგებიანი იქნება საქართველოსთვის, რადგან ტურისტები ქვეყანაში ძირითადად ორი მხრიდან ხვდებიან, ესენია თბილისის აეროპორტი და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი.  ამიტომაა მეტად მნიშვნელოვანი ამ ორ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში არსებობდეს და ვითარდებოდეს სათამაშო ინდუსტრია.

წინა ხელისუფლებამ ბოლო ექვსი წლის მანძილზე რამდენიმეჯერ შეცვალა კანონი სათამაშო ბიზნესის შესახებ. გაამკაცრა რეგულაციები და გაზარდა გადასახადები,  ხოლო  2011 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებით, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების სიდიდით საქართველო მსოფლიოში ხუთეულში შევიდა.  ხოლო სათამაშო ბიზნესში ჩართული 900 იურიდიული პირიდან სულ რამდენიმე დარჩა (შედარებისათვის, 2002-2011 წლებში მხოლოდ თბილისში 300–მდე სათამაშო კლუბი იყო. 2012 წლიდან მხოლოდ 3 სამორინე და 10 კლუბი დარჩა.) როდესაც ზოგიერთები ამ ბიზნესის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვაზე საუბრობენ, სულ ცოტა, კანონი სათამაშო ბიზნესის შესახებ წაკითხული უნდა ჰქონდეთ.

საქართველოს პარლამენტში ბატონ კობა დავითაშვილის ინიციატივით შესულია კიდევ ერთი კანონპროექტი სათამაშო ბიზნესის რეკლამირების შეზღუდვასთან დაკავშირებით, სრული შინაარსი კანონპროექტისა ჩვენთვის უცნობია. თუმცა გამოვთქვამდი ჩემს მოსაზრებას ამ თემასთან დაკავშირებით: ამ ბიზნესის რეკლამირება,  ალბათ, მხოლოდ ნაწილობრივ უნდა შეიზღუდოს.  კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ავტობუსებზე, მიკროავტობუსებზე, მეტროებში. აიკრძალოს გარე რეკლამა ზოგადად ასევე სატელევიზიო კლიპები და რადიო რეკლამა, თუმცა სპორტული გადაცემების სპონსორობა და გვიან სატელევიზიო ეთერში ბრენდის რეკლამირების საშუალება უნდა დავუტოვოთ ბიზნესს,  ასევე უნდა დარჩეს რეკლამა ინტერნეტ სივრცეში. ნუ დაგვავიწყდება, რომ რეკლამირების სრული აკრძალვით, არა მარტო სათამაშო, არამედ სარეკლამო ბიზნესსაც მძიმე მდგომარეობაში ვაყენებთ.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს  პარლამენტი და მთავრობა არ აჰყვება არასამთავრობო ორგანიზაციების ამ საეჭვო პანიკას და დაიჭერს გონივრულ პოზიციას, რადგან  ამ ბიზნესის აკრძალვის უარყოფითი შედეგები ქვეყნისათვის საკმაოდ მძიმე იქნება, ხოლო პეტიციის შემტანები ამაზე პასუხისმგებლობას არ და ვერ იკისრებენ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2013-02-27 17:19:25
ბიძინას უნდა რომ ქვეყანა უფრსკლულისკენ წაიყვანოს
ახლა ახალგაზრდების თამაშში შეტყუებას ცდილობს!!!
ეხლა კაზინოებს ააშენებს ბიზინა!!!

"დამა გული"2013-02-27 17:37:42
დავითაშვილს რა ენაღVლება ისედაც აძლევს ბიძIნა მილიონებს ნავერტილეს საყიდელი ფული სიკვდილამდე ექნება მაგ საქონელს.

2013-02-27 18:03:02
ლივერპულ რამე წიგნი წაგიკითხავს ცხოვრებაში?

gaga2013-02-27 18:17:47
liverpuls aq wakitxuli bizinas psiqologiuri wignebi (chorviluri stilit)
shen tu ar ici da shens wrshi araa odnav ganatlebuli xalxi vinme ucnobs kitxe wadi raionebshi naxe xalxi rogor cxovrobs gaige aqvt imat kompiuteri (24 saati internettan rom zixar da sul rom borotebas antxev) saqartvelos kutxeebi daatvaliere...

შმიძინა2013-02-27 18:58:15
ლივერპულ შე საწყალო რა გეშველება

შმიძინა2013-02-27 19:01:15
მიშამ დაიჭირა სომეხი ფაშისტი, აკრძალა ჯავახეთში სომხური გაზეთები და ტელევიზია, მოკლეთ სომხები დასვა თავიანთ ადგილზე. შენმა შმიძინამ ეგ სომეხი გამოუშვა და ეხლა რეებს გააკეთებს კაცმა არ იცის . შე მართლა გურგენავ საცოდავო

2013-02-27 21:15:02
ციხეებშიც ბრძანებები გაიცა პატიმრები ათამაშეთო.....

2013-02-27 21:16:33
ციხეებშიც დააწყებინეს თამაში, ზუგდიდს ციხის ახალმა უფროსმა ოფიციალურად უბრზანა თანამშრომლებს რომ პატიმრებს დააწყებინეტ თამასიოოო

2013-02-27 21:16:58
ყველა ციხეში და ზონაში მასეა... უკვე მაყურებლებიც დაინიშნა...

2013-02-27 21:17:37
ციხის უფროსები სასჯელ არსრულების დეპარტამენტი ასეც აკეტებენ ფულს....

ოოო2013-02-27 22:35:34
ამბობენ საბა რო დაიწვა მაგის უფროსს სტავკა არ მიუცია ეს 9 წელი დზველი ბიჩებისტვის და გადაუწვესო რო სვაბოდა იგრძნეს , თუ ასე კიდევ უნდა ველოდოთ გაჩალიჩებებს

მუზა2013-02-27 22:37:03
ლივერპულა შე DეDა გარYვნილო რამ გაგაცოფა მე შენი Dაბადების Dღე მოVტYან.
რა გიქნა ამისთანა მიშამ Mე შEნი ცოLშვილი წავახალისე ჩემი Yლით.
ლივერპულა შე DეDა GაბOზეBულო რამ გაგაბოროტა შე DეDაზე ადრე ნახმარო.

YლEოცნებეებო!2013-02-28 04:05:50
ხო მართლა.რუსეთის სანეტარები მიუღია,აბა სხვას რას უნდა მოველოდეთ ილია შიოლაშვილისგან,KგB-ს კოდირებული სახელი დამავიწყდა,ადრე იწერებოდა ზვიადის დროს,იქნებ გამახსენოთ

YლEოცნებეებო!2013-02-28 04:06:40
პატრიარქი კი არა მამა ოხროხინე,სად არი? ხმას რატო არ იღებს? 9 აპრილის დროს დაიმალა.თბილისის ომის დროს დაიმალა. ეხლა იმალება. თუმცა რაა.ყველაფერი მოსკოვიდან ჩამოტანილი დირექტივებით მიმდინარობს,აბა ტყუილად ხო არ იყო იქ?
ხო მართლა.რუსეთის სანეტარები მიუღია,აბა სხვას რას უნდა მოველოდეთ ილია შიოლაშვილისგან,KგB-ს კოდირებული სახელი დამავიწყდა,ადრე იწერებოდა ზვიადის დროს,იქნებ გამახსენოთ

2013-02-28 07:16:10
ყველაფერს აქვს ტავის წესი და ადგილი მაგრამ საპატიარქოს გვერძე სამორინე არ უნდა იყოს რბილად რომ ვთქვათ იდოლოგიურად არ შეესატყვისება. ამაზე რატომ არ ფიქრობს არავინ...არც საპატრიარქო არს მთავრობა და არც ხალხი

ვასკა2013-02-28 14:58:00
ძალიან კარგია თუ ძვირია გადასახადები, იხადეთ და იყვით, აკრძალვა სისულელეა, ყომარბაზი ყოველთვის იყომარებს.

2013-03-03 16:39:21
ახალი მთავრობა ვერ ერკვევა რეალობაში რამდენი ადამიანის დატოვებას აპირებს უმუშევრად

buy discount viagra online2013-03-03 17:40:34
oMAOtT Wow, great blog.Thanks Again. Awesome.

buy social bookmarks2013-04-19 12:09:09
HKhnbe Muchos Gracias for your blog.Much thanks again. Awesome.

hot news2013-07-26 11:45:50
J941xF Wow, great post.Really thank you! Really Cool.

amazing news2013-08-02 21:16:35
A round of applause for your blog post.Really looking forward to read more. Awesome.

http://buy-ventolin-100mcg.com/2013-08-09 09:30:48
Muchos Gracias for your blog post.Really looking forward to read more. Want more.

great link buildng2013-08-19 19:11:53
oCsmMd Say, you got a nice post.Thanks Again. Keep writing.

great seo service2013-09-04 07:46:49
opOYOS I truly appreciate this post.Much thanks again. Really Great.

online business2013-09-12 02:36:43
Qbs2eq A big thank you for your blog.Thanks Again. Keep writing.

best link build2013-10-16 20:50:59
OIbZob Very neat post.Really looking forward to read more. Will read on...

Enlageciddinc2013-11-18 14:16:17
I come here from Google, it is impressive of your post.

check it out2014-02-28 18:27:57
ujE7Yx Muchos Gracias for your blog post.Much thanks again. Fantastic.

seo for cheap2014-03-22 16:50:47
MaKqDC Major thanks for the blog post.Much thanks again. Fantastic.

nice seo guys2014-04-01 18:20:26
60w2Qe Major thanks for the post.Much thanks again. Great.

seo company2014-06-04 23:11:51
5kiHQ6 Thanks again for the blog post.Thanks Again. Cool.

high pr backlinks2014-07-17 17:59:49
NfiLjA Looking forward to reading more. Great blog post.Really looking forward to read more. Really Great.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. რატომ მალავს ბიძინა (ბორის) ივანიშვილი თავის ნამდვილ გვარს?
2. გინდათ ბედნიერი შვილი გყავდეთ? - დაარქვით მას ბედნიერი სახელი!
3. წყალმა რამდენიმე წამის განმავლობაში ჩაყლაპა რამდენიმე ხე (ვიდეო)
4. თეა წულუკიანის სახლები საფრანგეთში და ჯაკუზებიანი კაბინეტი იუსტიციის სამინისტროში
5. მკერდით ცეკვა, გაოცებული ჟიური და სტრიპტიზი ინგლისის დროშების თანხლებით (ვიდეო)
6. მიშა შაყულაშვილი: "ისეთი სიყვარული, როგორიც სოფო ბედიას ჩემ მიმართ ჰქონდა, არსად მსმენია"
7. მიშა "პარიკმახერი" ია ფარულავას ოჯახური სკანდალის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
8. რატომ მოიკლა თავი 21 წლის გოგონამ?
9. ოთარ კობერიძე: შეიძლება ელიზბარ ჯაველიძეს არ უყვარს ქალები და მამათმავალია
10. ნინი ბადურაშვილი: "მე და ჩემმა ყოფილმა ქმარმა ურთიერთობები დავალაგეთ"
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-09-19
visitor 51 243
visit 71 176
page 116 280
2014-09-20
  28 594
  35 999
  55 182