• თბილისი
  • 32°C
  • 19 აგვისტო, 2017
article

რუსი ჩინოვნიკი ფსიქიკურად შეიშალა და ამტკიცებს, რომ დღეს პუტინს მოკლავენ

უჩვეულო და დამაფიქრებელი შემთხვევა მოხდა მოსკოვში. ჭკუიდან შეიშალა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინზე, დღეს, ტერაქტია მოსალოდნელი.

37 წლის ლიდია ასტახოვა რუსეთის საგარეო უწყებაში უფროს სპეციალისტად მუშაობს. დღეს დილით მან „02“-ზე დარეკა და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინზე ტერაქტია მოსალოდნელი. ქალს გვარი და სახელი არ დაუმალავს, თქვა, რომ იმყოფება საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავის კაბინეტში და თავდასხმის სხვა დეტალებზე სასაუბროდ, სამართალდამცველები, სამსახურში მიიპატიჟა.

ზუსტად რამდენიმე წუთში ოპერატიული რეაგირების ჯგუფი მის კაბინეტში იმყოფებოდა. მოსკოვის პოლიცია და დაცვის ფედერალური სამსახური კი ფეხზე დადგა. მაგრამ გაირკვა, რომ ქალბატონი ლიდია, ჯანმრთელად ვერ იყო.

მან მოყვა, რომ პრეზიდენტზე მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ თვითმფრინავში შეიტყო. რომ ბორტზე გაიელვა და მიხვდა, რომ პრეზიდენტის მოკვლას აპირებდნენ. პარალელურად, ქალი ცდილობდა დაერეკა „01“-შიც, რათა შერემეტევოს აეროპორტში ხანძრის შესახებ ეცნობებინა - უთხრეს „ლაიფ-ნიუსს“ პოლიციაში.

საგარეო უწყების წარმომადგენლებმა დაუდასტურეს პოლიციელებს, რომ დაკავებული იულია ასტახოვა მართლაც მათი თანამშრომელია და სამინისტროში უფროსი სპეციალისტის შტატზე მუშაობს.  ადგილზე მისული პოლიცოლელების დასკვნით, ქალი სრულ ჭკუაზე არ იყო.

იულია ნიკოლაევნამ ფსიქიური აშლილობის ნიშნები გამოავლინა. ამიტომ მისთვის ფსიქიატრები გამოიძახეს - განაცხადეს პოლიციელებმა. კონკრეტულად რას შეიძლებოდა გამოეწვია ფსიქიური აშილილობა საგარეო უწყების თანამშრომელში, ამას ფსიქიატრები ხანგრძლივი გამოკვლევის შემდეგ დაადგენენ. მანამდე კი თავად საგარეო უწყებაში ვარაუდოებენ, რომ აშლილობის მიზეზი, შეიძლება, ლიდია ასტახოვას სამსახური იყოს, უფრო სწორედ, გარკვეული საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც ის ფლობდა.

მოკლედ, თუ გამოვლინდება, რომ ქალი შეიშალა, რასაკვირველია, უმკურნალებენ. ხოლო თუ დადასტურდა, რომ ჯანმრთელია, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ.

რუსეთში უკვე საკმაოდ საშიშ ტენდენციად იქცა შეშლილთა  პროგნოზები სახელმწიფოს მეთაურზე თავდასხმების მზადების შესახებ. ასეთები, ძირითადად, წითელ მოედანზე მიდიან და კრემლში პირველ პირებთან შეხვედრებს ითხოვენ. დღესვე სწორედ წითელ მოედანზე კიდევ ერთი მამაკაცი დააკავეს, რომელიც კრემლის დაცულ ზონაში შეღწევას ლამობდა და ვლადიმერ პუტინთან სასწრაფოდ შეხვედრას მოითხოვდა.

პოლიციელთა კითხვაზე, რა მიზნით იწევდა კრემლისკენ, მან უპასუხა, რომ არის საიდუმლო აგენტი და აუცილებლად უნდა შეხვდეს სახელმწიფოს მეთაურს. პოლიციელებმა 62 წლის „ჯაშუში“ დააკავეს და ექიმებს გადასცეს, რათა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარონ. წითელი მოედნიდან  ფსიქიატრიულში არაერთი პაციენტი გაგზავნეს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩუვაშელი ქალი, რომელმაც პირდაპირ მოედანზე ხალიჩა გაშალა და რუსეთის მეორედ მოსვლისგან გადასარჩენად სულების გამოძახება დაიწყო.

უფრო ადრე კი, დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრას ითხოვდა. ისიც, რასაკვირველია, ფსიქიატრებს შეახვედრეს, ისევე როგორც, კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვლადიმერ პუტინთან აუდიენცია ჰქონდა დანიშნული.