მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გი­ორ­გი მაზ­მა­ნი­ა­ნი ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
თეა თუთ­ბე­რი­ძე ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია ინ­ცი­დენ­ტით დას­რუ­ლად
რე­ინ­კარ­ნა­ცია - მი­თი თუ რე­ა­ლო­ბა?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი12°-23°
  ქუთაისი16°-28°
  ბათუმი13°-22°
ცხინვალში „მეგაფონს“ აუმხედრდნენ: რუსული კომპანია, უხარისხო კავშირით, ფულის კეთებაზეა გადასული

სეპარატისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ
08:31 03.08.2012
[თეა ინასარიძე]

ცხინვალი ფიჭური კავშირგაბმულობის რუსული კომპანია „მეგაფონით“ უკმაყოფილოა, თუმცა უკმაყოფილების მოთმენა მოუწევთ, რადგან ეს სფეროც ოკუპირებულია, რაც რეგიონში სხვა ოპერატორს, ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე, გამოჩენის შანსს არ აძლევდა.

ცხინვალში რუსული „მეგაფონი“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შევიდა. მანამდე მოსახლეობა ფიჭვური კავშირის ქართული ოპერატორებით სარგებლობდა, რაც სრულებით აწყობდათ კიდეც - წერს ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევა ცხინვალიდან.
თუმცა ომის შემდეგ ჩათვალეს, რომ აღარ შეიძლებოდა ქართული მომსახურებით სარგებლობა და „მეგაფონიც“ გამოჩნდა.

თავიდან ადგილობრივები კმაყოფილები იყვნენ, რადგან ეს ოპერატორი ჩრდილოეთ კავკასიას უფრო იაფად ემსახურებოდა. მაგრამ 2009 წელს, ცხინვალში მოქმედ მეგაფონის შვილობილ კომპანიასთან „ოსტელეკომთან“ პირველი დაძაბულობა წარმოიქმნა, რომელმაც არსებული კოდი 928, 929-ით შეცვალა, რამაც ცხინვალელთა ჯიბეს დიდი დარტყმა მიაყენა. ამოქმედდა როუმინგიც და ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც ცხინვალელებს ნათესავები ჰყავთ, სატელეფონო საუბრების ფასი გაიზარდა.

ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, მაშინ, „ოსტელეკომმა“ ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის ხარჯზე მილიონ 250 ათასი დოლარი გააკეთა.

ე.წ. პარლამენტის სპიკერი სტანისლავ კოჩიევი ამბობს, რომ ვიღაც ძალიან გამდიდრდა: „ხარჯები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, შემოსავალს კი კერძო პირები ითვისებენ. ასე არ ხდება. და „მეგაფონმაც“ უნდა აჩვენოს თავისი კონკურენტუნარიანობა, სხვებთან ერთად მუშაობის ფონზე. ჩვენ ყველა დაინტერესებული ვართ ჯანსაღი კონკურენციით და არა დარგის მონოპოლიზაციით, რომელიც ყველაფერს თავად აწესებს: ფასებსაც, შემოსავალ-გასავალსაც, ანუ თავად აკონტროლებს ყველაფერს“.

ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ „მეგაფონ-იუგ“-ის დირექტორთა საბჭოში შედის მარიონეტული რეჟიმის ყოფილი ლიდერის ედუარდ კოკოითის ძმა რობერტ კოკოითი და ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და ე.წ. კავშირგაბმულობის ექს-მინისტრი გიორგი კაბისოვი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ე.წ. სახელმწიფოს კუთვნილი წილი - 49% არ გაიყიდებოდა, თუმცა „ოსტელეკომი“ საბოლოოდ კერძო პირის მიერ იქნა პრივატიზებული.

მოსახლეობა კი მაღალი ფასებით შეწუხდა, თანაც უხარისხო კავშირის ფონზე. ამასთან ახალი კოდით ვერანაირად ვერ უკავშირდებიან რუსეთში ყველაზე პოპულარული მტს-ის აბონენტებს.

სტაციონარული ტელეფონებით ცხინვალის მოსახლეობას დარეკვა შეუძლია მხოლოდ საქართველოში, რუსეთსა და კანადაში. დანარჩენ ქვეყნებში კი მხოლოდ ადგილობრივი „მეგაფონის“ მომხმარებლები რეკავენ. სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს სპეციალურად გაკეთდა, სატელეფონო საუბრებიდან შემოსავლები მთლიანად ამ კომპანიას  რომ შესვლოდა. კავშირგაბმულობის კომიტეტშიც ამბობენ, რომ კაბისოვის, ანუ კოკოითის დროს ტექნიკურად, სისტემა, საამისოდ, სპეციალურად მოაწყვეს. ახლა ცხინვალში სხვა ფიჭვური ოპერატორების შესვლას ითხოვენ. „მეგაფონის“ ჩასაჩოჩებლად ე.წ. სამთვარობო დონეზეც უკვე აქტიურად მუშაობენ.
ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-08-03 19:27:51
ყველაზე ნაბო.......რი პარტია- ქრისტიან ჩამოკრატები

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. ჟვანია შუბლაძეს: მე რომ სტუდიაში შიშველი შემოვიდე და დავიწყო სექსუალური მოძრაობები...
2. სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს: დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ--ნ (ვიდეო)
3. აქციის მონაწილეებმა მეტრო თავისუფლების პიკეტირება სცადეს
4. მეუფე იაკობის განცხადებამ, დაპირისპირება გამოიწვია
5. გარდაიცვალა პოეტი რუსუდან გიგინაშვილი („აღმომაჩინეთ“)
6. სპორტი და ტურიზმი – ვაზი და ფეხბურთი
7. სააკაშვილი ოფიციალური ბაქოსთვის, სოლიდარობის გამოცხადებაზე საუბრობს
8. ნადირაშვილი: არ შეიძლება გადაწყვეტუილება პოლიტიკური ოპონენტების ჯინაზე მიიღო
9. პრეზიდენტობის კანდიდატები ნაციონალებიდან
10. კოტე ყუბანეიშვილი: პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეგეც..თ (ვიდეო)
ბლოგები
დრო­ის მა­ხი­ნა (მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­მა­ვალ­ში)
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962