მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

ვის­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ვაჩ­ნა­ძე და გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი კან­ცე­ლა­რი­ა­ში ?
„სა­ბას“ თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა მთავ­რო­ბას აქ­ცია მო­უწ­ყ­ვეს .
პა­ცი­ენ­ტი ოპე­რა­ცი­ის დროს თავს გი­ტა­რა­ზე დაკ­ვ­რით ირ­თობს
რა­ტომ არ სურს ივა­ნიშ­ვილს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი16°-27°
  ქუთაისი17°-29°
  ბათუმი17°-23°
საერთაშორისო სკანდალი: რა გადაჰქონდათ ორ ქვეყანას შორის გათხრილი მიწისქვეშა გვირაბით?

სამართალდამცველები შოკირებულები დარჩნენ
08:15 30.07.2012
[ნინო ხუნდაძე]

უკრაინელმა სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს პიროვნება, რომელმაც უკრაინა-სლოვაკეთის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გვირაბი გათხარა, რათა მისი საშუალებით კონტრაბანდული სიგარეტის ტრანსპორტირება მოეხდინა. სლოვაკი სამართალდამცველები ამ აღმოჩენით შოკირებულები იყვნენ. ისინი უკრაინელ კოლეგებთან ერთად დაუჯერებელი ფაქტის მოწმენი გახდნენ: გვირაბი სათავეს იღებს უჟგოროდის კიდიდან - უკრაინა-სლოვაკეთის საზღვრიდან სულ რაღაც 220 მეტრში და მთავრდება თითქმის ნახევარი კილომეტრის შემდეგ - ევროკავშირისა და შენგენის ზონის სიღრმეში, სლოვაკეთის ორ სოფელს შუა.

საზღვრის ქვეშ, გვირაბის სიღრმე 6 მეტრია, სხვა ადგილებში კი 3 მეტრი.  „ეს გვირაბი, შესაძლოა, შენგენის საზღვარზე დამნაშავეობის მუზეუმის შემადგენელი ნაწილი გახდეს“ – „აღფრთოვანება“ ვერ დამალა სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრმა პეტერ კაჟიმირმა, რომელიც მოიხიბლა გვირაბში შესრულებული საინჟინრო სამუშაოებით. მინისტრმა განაცხადა, რომ ვერასოდეს დაიჯერებდა მსგავს ამბავს და დასძინა, რომ უყურებს ჰოლივუდურ ფილმს ამერიკა-მექსიკის საზღვრის შესახებ.

გვირაბის დათვალიერებისას აღმოაჩინეს მცირე ელექტრო ლოკომოტივი და 16 ვაგონი, რომელსაც კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა. ამოღებულია 13,1 ათასი ბლოკი სიგარეტი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ეს მატარებელი კვირაში 2-3-ჯერ მიმოდიოდა, სახელმწიფოს საერთო წაგებამ შესაძლოა წელიწადში 50 მილიარდი ევროც შეადგინოს - განაცხადა სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრმა. მანვე არ გამორიცხა, რომ გვირაბით არა მარტო სიგარეტის კონტრაბანდა, არამედ სხვა კრიმინალიც ხდებოდა, მაგალითად, ადამიანებით ვაჭრობა. უჟგოროდში გვიარბი კერძო სახლიდან არის გათხრილი, რომლის მეპატრონედაც ერთი მსხვილი უჟგოროდელი ბიზნესმენი ითვლება.

მედიამ გამოარკვია, რომ 2004 წელს სასაზღვრო ზონის სიახლოვეს მიწის ნაკვეთები გამოუყვეს უკრაინის უშიშროების საბჭოს რამდენიმე თანამშრომელს. თუმცა ის მიწის ნაკვეთი, სადაც გვირაბის უკრაინული ბოლო ამოდის, პირველმა მესაკუთრემ გაყიდა. ახალმა პატრონმა კი მისი ათვისება ძალიან აქტიურად დაიწყო: მეზობლები ხედავდნენ, როგორ გამოჰქონდათ მანქანებით მიწა, სანაცვლოდ კი მილები, არმატურა და სხვა სამშენებლო მასალა შეჰქონდათ. გადაწყვიტეს, რომ აუზს აშენებდნენ, თუმცა ასეთი რამ იქ არავის უნახავს. ადგილობრივებს ისიც აოცებდა, რომ სახლის ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი შედიოდა, უკან გამოსულებს კი ვეღარავის ხედავდნენ.

სპეციალისტების თქმით, გვირაბი ახალი გაყვანილია და დაახლოებით, ერთი წელია მოქმედებს. ამას მოწმობს ისიც, რომ უჟგოროდშიაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სახლი სწორედ 2009 წელს წამოიჭიმა, სლოვაკეთში კი ამავე დროს, გვირაბის მეორე ბოლოს ბაღი გაჩეხეს და პატარა შენობა დადგეს.

სამართალდამცველებს, კრიმინალების დაჭერა-დასჯის გარდა კიდევ ერთი საფიქრალი აქვთ: რა მოუხერხონ გვირაბს?

საბოლოო გადაწყვეტილებით, გვირაბს ან ააფეთქებენ, ან დატბორავენ.
თუმცა საქმე ამით არ დასრულდება. აღმოჩენამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია და ახლა გამომძიებლებმა ისიც უნდა დაადგინონ, ხომ არ ხორციელდებოდა ამ გვირაბით უკანონო მიგრაცია და ტრეფიკინგი.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-07-30 08:44:52
იქნებ მთვარეზე ცხოვრება იყოს საინტერესო

2012-07-30 09:08:23
:)))))))))))))) შეინახეთ დრო მოვა დაგჭირდებათ ისევ. მაგარი საწარმო კი იყო დანაკარგების და მავნე ნარჩეების გარეშე,

მაია2012-07-30 09:58:47
რატომ უნდა დატბორონ და ააფეთქონ? 50 მილიარდიანი ბიზნესის შექმნა სიგარეტით,ცუდი იდეა არ უნდა იყოს ორივე ქვეყნისთვის.მიგრაცია და ტრეფიკინგი კი ტურიზმითა ლეგალური შრომით შეცვალონ.

გიგა ბეთანელი2012-07-30 11:26:01
ჯიგარი ხარ ძია ისიდორე ! თავსლაფდასხმულია ორივე ქვეყნის ძალოვნები ! მალადეც ! ჩამო საქართველოში,გვჭირდები !

გიგა ბეთანელი2012-07-30 11:40:52
პ.ს. ცხვირს წინ ამხელა ობიექტი გაუთხარეს და კიდე ბლატაიბენ ეს ....?!

4272012-07-30 12:57:35
მალე ცხინვალელი ოსებიც მასე მოიქცევიან ეგ უბედურები

აჭარელი2012-07-30 13:41:02
ეს ფაქტი ალბათ, უნიკალურ და ორიგინალურ დანაშაულთა სიაში შევა :))

2012-07-31 02:45:29
უჟგოროდდდდდდდდ

მალხაზი ტვილდიანი2012-08-02 00:04:45
მაგრად მოუპიქრებიატ

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. რუსთავში, რამდენიმე საათის წინ, შვილმა მშობლები დახოცა
2. სკანდალური ფოტო-მასალა ახალაიას სასამართლოზე
3. საქართველოს ყველა რეგიონში მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება
4. „ტაბურეტკიანი მამაოს“ აღსარება
5. გაუხმაურებელი სკანდალი და საკადრო წმენდა შსს-ში - ვინ შეცვლის ღარიბაშვილს?
6. „ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს“
7. მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა (ვიდეო)
8. ნაციონალური მოძრაობა საგანგებო რეჟიმზე გადადის: აქცია და სპეც-განცხადება
9. პოლიციამ გურჯაანელთა მიტინგი ძალის გამოყენებით დაშალა
10. პოლიციის გენერალი ვანო მერაბიშვილის შესახებ...
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: ბო­რი­ა, იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962