მთავარი | სიახლეები | ბიზნეს პრესა (BP.GE) | English | არჩევნები | პოლიტიკა | საზოგადოება | გმირები | კრიმინალი | დიასპორა | მედიცინა | სამხედრო | სპორტი | ხელოვნება | ლიტერატურა | ყვითელი | | ავტომარიაჟი | ბლოგები | ვიდეო | აფიშა | განრიგი | გურმანი | ვაკანსია 

გი­ორ­გი მაზ­მა­ნი­ა­ნი ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
თეა თუთ­ბე­რი­ძე ITV-ს მე­დი­აკ­ლუბ­ში
კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია ინ­ცი­დენ­ტით დას­რუ­ლად
რე­ინ­კარ­ნა­ცია - მი­თი თუ რე­ა­ლო­ბა?
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ამინდი
  თბილისი11°-25°
  ქუთაისი15°-26°
  ბათუმი13°-21°
ინგლისმა, შესაძლოა, იუსტიციის სახლის მოდელი საქართველოსგან გადაიღოს

იუსტიციის სახლი
13:50 18.07.2012
[შორენა გოგოლაძე]

დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, საქართველოს იუსტიციის სახლის მოდელი გადაიღოს. ამის შესახებ ინიციატივა ლორდთა პალატამ წამოაყენა და ინიციატივითაც მიმართა ინგლისის ხელისუფლებას.

როგორც ლორდთა პალატის მიმართვაშია ნათქვამი, ინგლისის ხელისუფლება  უცხოეთის ქვეყნების ინოვაციებს ყოველთვის უნდა იღებდეს და ითვალისწინებდეს.

„ ვფიქრობთ, რომ გასათვალისწინებელი და გასაზიარებელი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნის ახალი პროექტი, რომელიც ინოვაციაა. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს საქართველოზე. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი შეფასება გააკეთა იუსტიციის სახლის შესახებ. საქართველოს იუსტიციის სახლმა მოქალაქეების მომსახურეობის პრინციპი გაამარტივა“, - განაცხადა ლორდმა უოლესმა.

პალატაში ასევე სხდომაც გაიმართა და მათ საქართველოს იუსტიციის სახლს უმაღლესი შეფასება მისცეს.

შეგახსენებთ, რომ  პირველი იუსტიციის სახლი გასულ წელს ბათუმში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა. 2011 წელს გაიხსნა ასევე რუსთავის, მესტიისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლი მიმდინარე წელს ქვეყნის თორმეტ დიდ ქალაქში გაიხსნება. ესენია თელავი, გურჯაანი, ახალციხე, ახალქალაქი, ოზურგეთი, ხაშური, გორი, ზუგდიდი, ფოთი, ყვარელი და მარნეული. ბოლოს კი იუსტიციის სახლი თბილისში გაიხსნება.

იუსტიციის სახლის კონცეფცია რამდენიმე წლის წინ შემუშავდა. მისი მიზანია  მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და  ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფა. იუსტიციის სახლი რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში, ერთ სივრცეში აერთიანებს, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს დაბადების, პირადობის და ქორწინების მოწმობა; დაამოწმოს დოკუმენტი აპოსტილით ან ლეგალიზაციის გზით; შეიტანოს განაცხადი მოქალაქეობის, ბინადრობის, ორდინალური ვიზის მიღების თაობაზე და ა.შ. მოახდინოს უძრავი, მოძრავი, არამატერიალური ქონების რეგისტრაცია (ქონებაზე საკუთრების, იპოთეკის, ქირავნობის, იჯარის, ლიზინგის, აღნაგობის, სერვიტუტის, უზუფრუქტის, გირავნობის და ა.შ. უფლებების რეგისტრაცია);

ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა (ყადაღა,აკრძალვა) და საგადასახადო გირავნობა იპოთეკის რეგისტრაცია;

ბიზნესის რეგისტრაცია; საკადასტრო მომსახურება (საკადასტრო გეგმა, საკადასტრო რუკა, ორთოფოტო და ა.შ.). მომხმარებელს შეუძლია არქივში დაცული ცნობებიდან  გამოითხოვონ დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების ცნობა;

რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა; სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა; ან სასამართლო გადაწყვეტილების  საფუძველზე, მოითხოვოს აღსრულება: იქვე შეიძლება ალიმენტის საკითხის გადაწყვეტა და ა.შ.

ბეჭდვა  
კომენტარები:
UCENZURO2012-07-18 14:33:42
დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, საქართველოს
იუსტიციის სახლის მოდელი გადაიღოს.


:)))))))))))))))))))))))))))))

2012-07-18 14:51:15
ამაზე რაღას იტYვიან პუტინისტები საინტერესოა - ალბათ იტყვიან ლორდთა პალათაც დაკერესო....

2012-07-18 14:53:38
''პალატაში ასევე სხდომაც გაიმართა და მათ საქართველოს იუსტიციის სახლს უმაღლესი შეფასება მისცეს.''

-ეს როგორ, ლორდთა პალატამ, იუსტიციის სახის გამო, სხდომაც გამართა?

2012-07-18 14:55:31
გარდა ამისა, სხდომაზე, ლორდებს გადაუწყვეტიათ, რომ 'ლაზიკა 2' ააშენონ.

2012-07-18 14:58:54
დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა, საქართველოს იუსტიციის სახლის მოდელი გადაიღოს.
ამაზე რაღას იტყვიან მეოცნებეები საინტერესოა. ალბათ იტყვიან- „ეს პიარია და ლორდთა პალათაც დაკერესო“. იუსტიციიც ცახლის დანგრევა თუ აქვთ გეგმაში- ალბათ ექნებათ - წინააღმდეგ შემთხვევაშ მექრთამეებს როგორ მოამრავლებენ (თუ ეღირსათ პარპაში - რაც ძალიან მეეჭვება)

ლასიკა 2-სთვის კი დრო მოვა და პასუხს აგებ!!!!

2012-07-18 15:51:46
პასუხს, როდის ვაგებ? 1937 წელს?

ლადო2012-07-18 16:08:32
მეც უყურე ლორდტა პალატაში მიდიოდა მსჯელობა....მართალია!!

2012-07-18 19:06:40
მსჯელობაში ჩერჩილიც მონაცილეობდა

გოჩა2012-07-19 10:44:39
პრემიერ მინისტრი იბრდღვნის ალბათ ყველაფერს, გინდა თუ არა საქართველოს იუსტიციის სახლის მოდელი გავაკეთოთო:)))))

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. თეა წულუკიანმა ივანიშვილს „ქონდრისკაცი” უწოდა?
2. სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს: დაგხოცავთ, თქვენი დედა მოვტ--ნ (ვიდეო)
3. მეუფე იაკობის განცხადებამ, დაპირისპირება გამოიწვია
4. რა შეფასებები მოჰყვა პატრიარქის მოწოდებას?
5. "აქ არ გამართონ აქცია, თორემ დაიღვრება სისხლი"
6. ჟვანია შუბლაძეს: მე რომ სტუდიაში შიშველი შემოვიდე და დავიწყო სექსუალური მოძრაობები...
7. ივანიშვილი ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებას აანონსებს...
8. რუსთაველზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს
9. "რედისონთან" სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
10. პოლიტიკოსების ცემის დეტალები
ბლოგები
წე­რი­ლი ჭორ­ვი­ლი­დან: ბო­რი­ა, იცი შენ, გლა­ხა რჩე­ვას არ მოგ­ცემ მე, შე­ნი კარ­გი­და­კე­თი­ლი მინ­და...
რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962