რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
რო­გორ გა­ვაწ­ყოთ 2015 წლის სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რა და რა კერ­ძი უნ­და გვქონ­დეს აუცი­ლებ­ლად ახა­ლი წლის ღა­მეს?
რა ჩა­ვიც­ვათ ახა­ლი წლის ღა­მეს, რომ თხის კე­თილ­გან­წ­ყო­ბა და­ვიმ­სა­ხუ­როთ ?
ახა­ლი 2015 წე­ლი-­რო­გორ მო­ვაწ­ყოთ სახ­ლი ახა­ლი წლის­თ­ვის?
27 ნო­ემ­ბ­რის ას­ტ­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ამინდი
„ფსბ“ და ბრიტანელი ისტორიკოსები დაობენ - მოიკლა თუ არა თავი ჰიტლერმა

11:35 28.01.2012
[თეა ინასარიძე]

გერმანელმა ახალგაზრდობამ ოსვენციმის შესახებ არაფერი იცის. 18-დან 29 წლამდე ადამიანებში, 5-დან ერთს წარმოდგენა არ აქვს, რა იყო ოსვენციმი. ასეთი მონაცემები გერმანული ჟურნალ „შტერნის“ სოციოლოგიურმა გამოკითხვამ წარმოაჩინა. გამოკითხვა 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარების მიერ საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების თარიღის აღსანიშნავად ჩატარდა. გამოკითხულთა 30%-მა ვერც ის გაიხსენა, რომელ ქვეყანაში მდებარეობდა ფაშისტური „სიკვდილის ქარხანა“.

გამოკითხვის ავტორები იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ თანამედროვე გერმანიის მცხოვრებთა ნაწილში მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკური შეხედულებების მომხრეებიც შეინიშნებიან.გერმანელი მკვლევარების მიერ ბუნდესტაგში წარდგენილი მოხსენების თანახმადაც, ფაშისტური ლოზუნგების გავრცელების საშიშ წყაროდ ინტერნეტი იქცა. 

ის არ მომკვდარა 1945-ში, არამედ გაიქცა არგენტინაში და სტალინზე მეტ ხანს იცოცხლა - ეს დასკვნა კი ბრიტანელმა ისტორიკოსებმა გააკეთეს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ადოლფ ჰიტლერის შესახებ გამოსცეს წიგნი „რუხი მგელი: ადოლფ ჰიტლერის გაქცევა“.

ფიურერის თემა აქტუალობას და პოპულარობას დღემდე არ კარგავს. ბრიტანელი ისტორიკოსების ჯერალდ  უილიამსისა და საიმონ დანსტენის ნამუშევარს მათი კოლეგების ნაწილი სენსაციის მცდელობას უწოდებენ, მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ მათ მიერ მოთხრობილი ისტორია ფაქტებს ეყრდნობა.

უილიამსი და დანსტენი ამტკიცებენ, რომ ჰიტლერი ომის ბოლოს არ მომკვდარა, რომ ის ევა ბრაუნთან ერთად არგენტინაში გადავიდა და სტალინის სიკვდილიდან 9 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ამ  ვერსიის თანახმად, 1945 წლის 27 აპრილს, როცა საბჭოთა ჯარები ბერლინს უტევდნენ, ფიურერი და ევა ბრაუნი რაიხსკანცელარიიდან საიდუმლო გვირაბით გაიქცნენ. ჰიტლერის ადგილი მისმა ორეულმა დაიკავა, მისი საყვარლის როლი კი ნაკლებადცნობილმა მსახიობმა მოირგო. სწორედ მათ მოიკლეს კიდეც თავები ბუნკერში.

ბრიტანელი ისტორიკოსების თანახმად, ჰიტლერი და ბრაუნი თვითმფრინავით გადაიყვანეს დანიაში, ხოლო იქიდან ლუფტვაფის ბაზაზე, საიდანაც თვიმთმფრინავით ესპანეთის ქალაქ რეუსში გადავიდნენ. ესპანეთის დიქტატორმა ფრანკომ ფიურერს თავისი ქვეყნის ამოსაცნობნიშნიანი თვთმფრინავი მისცა, რომლითაც  კანარის კუნძულებზე, მომდევნო დღეს კი წყალქვეშა ნავით, წყვილი, შორეული არგენტინისკენ გაემართნენ.

ჰიტლერის გაქცევის გეგმა, როგორც ბრიტანელი ისტორიკოსები ამტკიცებენ, 1943 წელს ფიურერის თანამებრძოლმა და ნაცისტური პარტიის ხელმძღვანელმა მარტინ ბორმანმა მოამზადა, რომელსაც სურდა, რომ სამხრეთ ამერიკაში მეოთხე რაიხი შექმნილიყო, რომელიც ნაცისტური გერმანიის მემკვიდრე გახდებოდა.თავად ბორმანმა, რომელიც ვეღარსად იპოვეს, ასევე ისარგებლა ამ გეგმით. მკვლევარების ვერსიით, ის, ბერლინის ბუნკერიდან 1945 წლის 1 მაისს გაიქცა. შემდგომ მოხვდა მოკავშირეებთან, რომლებმაც ის შვეიცარიის ბაზელში გადაიყვანეს, იქიდან კი ინგლისში ჩავიდა. ბორმანს, თითქოსდა, გაუკეთეს პლასტიკური ოპერაცია, შეუცვალეს სიარულის მანერა და ხმა და 1956 წელს არგენტინაში გაგზავნეს. მოგვიანებით კი ჰიტლერის მეგობარი პარაგვაიში ჩავიდა, სადაც ბევრი სამხედრო დამნაშავე იმალებოდა და იქვე მოკვდა კიდეც 3 წლის შემდეგ.

რაც შეეხება ფიურერსა და ევას, ისინი, თითქოსდა, ქალაქ მარ-დელ-პლატას შეეფარნენ. 1953 წელს ევა დაშორდა ჰიტლერს და ქალაქ ნეუკენში - ქვეყნის დასავლეთით გადავიდა. თავად ჰიტლერი მარ-დელ-პლატაში 19672 წლამდე ცხოვრობდა, სიცოცხლის ბოლოს სიბერის ჭკუასუსტობას განიცდიდა, თუმცაღა ნაცისტების გამარჯვების მაშინაც სჯეროდა.

ბრიტანელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ადოლფსა და ევას ორი ქალიშვილიც კი ჰყავდათ, რომლებიც დღემდე სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობენ.

ჯერალდ  უილიამსი და საიმონ დანსტენი აცხადებენ, რომ მათი ვერსიები სარწმუნოა, ამის მტკიცებულებად კი ის ფაქტიც კმარა, რომ რუსებმა საიდუმლოდ შეინახეს ჰიტლერის ჩონჩხის ნაწილი, რომელზეც ნატყვიარია. ცოტა ხნის წინ კი მოლეკულური ბიოლოგიის ამერიკელმა სპეციალისტებმა დეენემის ანალიზი ჩაატარეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩონჩხი ეკუთვნის არა ჰიტლერს, რომელიც 1945 წელს 56 წლის იყო,  არამედ 40 წელზე ნაკლები ასაკის ქალბატონს. თუმცა ეს არც ევა ბრაუნია, რადგან ფიურერის მეუღლემ თავი კალიუმის ციანიდით მოიკლა და არა იარაღით.

ამ ნაშრომისა ბევრს არ სჯერა, მათ შორის, ბრიტანელი ისტორიკოსების გამოკვლევა მთელი სერიოზულობით გააკრიტიკა რუსეთის „ფსბ“-მ, რომელიც დაინტერესებულ პირებს, ანალიზისათვის, ფიურერის ჩონჩხის ნაწილებს სთავაზობს, თუმცა ამისათვის, ჯერ ადოლფთან ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვს.

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-01-28 12:36:45
მორიგი ზღაპარია, იმ დროში არ არსებობდა ისეთი წყალქვეშა ნავი რომელიც კანარის კუნძულებიდან არგენტინამდე მიაღწევდა, ისე ეგ ვერსია რომ ჰიტლერმა გაქცევა მოახერხა საკმაოდ კომპეტენტური წყაროებით დასტურდება, თუნდაც ის რომ საკმაოდ გაურკვეველ ვითარებაში მოხდა გვამების ექსპერტიზა და ამოცნობა.

2012-01-28 12:40:55
არსებობს იმის ვერსიაც რომ არც ნაპოლეონი მომკვდარა წმინდა ელენეს კუნძულებზე და ის წლების განმავლობაში იტალიის ქალაქ ვერონაში ცხოვრობდა...... ძნელია რამე უარყო ან დაადასტურო მაშინ როდესაც ამდენი წელია მის შემდეგ გასული....

2012-01-28 14:23:38
იმის ვერსიაც არის, რომ ნიკოლოზ მეორე სოხუმში გარდაიცვალა. მასე ისეთ რამეს ვიტყვი ვერც ვერავინ უარჰყოფს და ვერც დაადასტურებს, თუმცა ერთი რამ ფაქტია: ლათნურ ამერიკაში ომის მერეც ძალიან დიდი ხანი მოქმედებდნენ სახე ცვლილი ჰიტლერული გერმანიის გადარჩენილი დაზვერვის ოფიცრები და სისხლს უშრობდნენ კაგებეს აგენტურას.

გალელი2012-01-28 15:23:12
ასევე არსებობს იმის ვერსიაც რომ ტუტანხამონი ფრენის დროს დაიღუპა... ასევე შეიძლება მრავალი 'გაუგონარი', 'გასაგონი', დამაჯერებელი ან დაუჯერებელი ფაქტები მოიყვანო,ამა თუ იმ ისტორიული პიროვნების შესახებ, რომლის გადამოწმება რომელიმე გარკვეულ მომენტში შეუძლებელია.. ჰიტლერმა გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია და გაქცევის შემდეგ დაჩენილი ცხოვრება აფხაზეთში,რიწის ტბასთან გაატარა(ომის დაწყებამდე 1939წლის 1აგვისტოს წყალქვესა ნავით გრიგოლ რობაქიძესთან ერთად შავი ზღვიდან საიდულმო არხით რიწის ტბის ქვეშ არსებულ გამოქვაბულში შევიდნენ და იქ სტალინთან გამართეს სადუმლო მოლაპარაკება).. ამის მტკიცებულება ისიც არის რომ ბერლინი ნაპოვნი გვამი არ არის ჰიტლერის და არც არავითარი დამამტკიცებელი ფაქტი არ არსებობს იმის, რომ არგენტინაში გაიქცა და იქ აფარებდა თავს..

მე2012-01-28 15:40:58
"თავად ჰიტლერი მარ-დელ-პლატაში 19672 წლამდე ცხოვრობდა"

:):):):)

გია2012-01-28 16:33:51
არა მგონია სტალინს ცოცხალი დაეტოვებინა, ბერიას სახით ამის ძალა შესწევდა, ყოველ შემთხვევაში ბორმანს(!) ეს ფაქტი ეცოდინებოდა. რაც შეეხება სუბმარინას, თავისუფლად მიაღწევდა არგენტინას და ანტრაქდიდასაც(პრაქტიკულად ასეთი "ოდისეა" შეძლებადი, II-მსოფლიოს ომამდეც იყო). ამერიკელი, ინგლისელი და ებრაელი( "მკვლევარები" ასეთი განცხადებებით, მგონი უფრო რუსეთის სპეცსამსახურების არქივების პროვოცირებას ეწევიან. ბევრი რამე აქვთ რუსებს ცხრა კლიტულში ჩაკეტილი, თუ გინდ აი ბორმანის "ვინაობა" და არც ვამტყუნებ მათ. "ნდობა" უხილავ ფრონტზე უდიდესი ფუფუნებაა.

გიო2012-01-28 16:53:04
სიკვდილს ხო ვერ გაექცეოდა :)) ბოლო ერთი წლის მანძილზე ბუნკერიდან ვეგარ გამოდიოდა და როცა გამოვიდა ცნობილი კადრებია პატარა ბავშვბებს აჯილდოვებდა ბერლინის დაცვისთვის და იმ კადრებში ჩანს მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა, ერთ ხელს პრაქტიკულად ვერ იმორჩილებდა პარალიჩის გამო და პირადი ექიმი დგეში რამდენჯერმე უკეტებდა სტიმულატორებს რო ენერგიაზე ყოფილიყო....და რომც გაქცეულიყო დიდი ხნის სიცოცხლე აგარ ეწერა! ეს პირადი ადიუტანტის და ექიმის დაკითხვებიდანაც ჩანს რომელსაც დამეთანხმებით ბერია ათქმევინებდა...მთავარი ის კი არაა რო გაიქცა ვთქვათ, მთავარია ვინ დალია შამპანური ბოლოს..:))

ანუკა2012-01-28 17:38:07
შამპანური რუსებმა დალიეს და ჩვენც გვასვეს,გაღებული მსხვერპლი კი საქართველოდან სტატისტიკურად ყველაზე მაღალი იყო.

2012-01-28 18:02:12
ბოლოს ყველას ენდზრ...ა ხოლმე, აი რუსეთსაც ეგ უწერია

ლალო2012-01-28 19:08:38
ის ჯერაც ცოცხალია და იცოცხლებს 19672 წლამდე :D; ამ სტატიაში რამხელა საიდუმლო იმალება ვერ ხვდებით ადამიანებო? ჰიტლერი მუდმივად იარსებებს, ანუ ბოროტება უკვდავია :D :D :D

გიო2012-01-28 21:01:03
სტატისტიკურად კი არა პროცენტულად! სტატისტიკურად ყველაზე მეტი რუსებმა დაკარგეს...პროცენტულად ჩვენ.
19672 წელი სერიოზული წელია :)))

ივერიკო2012-01-29 12:27:04
თქვენ გგონიათ ეს ყველაფერი ტყუილია? არგენტინაზე აგარ ვიცი მარამ.... ჰიტლერი და ევა ბუნკერში არ მომკვდარან, იქ მსახიობები იყვნენ, ხოლო ჰიტლერი სიკვდილს ჯერ არ აპირებდა. თქვენ გაიგეთ კგბ ს ფაილები რომ გატეხეს ჰაკერებმა?? 200 მდე საიდუმლო ინფორმაია აღმოაჩინეს რაიხის საიდუმლო ისტორიის შესახებ, მაგრამ ჰაკერმა მათი ამოღება და განთავსება ვერ მოასწრო. თქვენი აზრით რატომ ასაიდუმლოებს კგბ ყველაფერს რაც რაიხს ეხება??? მას მთელი მსოფლიო გააკრიტიკებს და არამარტო ეს..... და კიდევ ი დროის წყალქვეშა ნავებით არგენტინში კი არა თუ გინდა ანტარქდიდაზე ჩახვიდოდი... ამიტომ ცოტა იფიქრეთ და ისე გამოთქვით საკუთარი აზრი....:)))

გიო2012-01-29 20:20:24
მგონი ეხლაც ცოცხალია კაცო რას ამბობთ...რომელიღაც ქართულ გადაცემასში არ იყო რო თქვა ვიღაცამ მე ვიცი ეხლა სადაც არისო:D :D
KGB,ჰაკერები,საუდუმლო....მიკვდომია ძაღლი როცა მოკვდა

2012-01-29 21:44:12
რა ზგაპარია ვინ ნახა მარ-დელ-პლატაში, იკაიპე რა

2012-01-29 22:00:31
ხო ორ გოგოს ასეირნებდა სკვერში დილა საგამოს

გლეხი გოგია2012-02-01 19:18:40
მაგის გარემოცვაში იმდენი საბჭოთა მზვერავი იყო...ცოცხალს ვინ გაუშვებდა...უბრალოდ რეკლამა უნდათ და სისულელეებს როშავენ...

პატსო2012-02-11 01:33:09
არის ის ვიდეო ჩანაწერები არგენტინაში რომ არის ჰიტლერი და მისი ოჯახი.

2012-02-11 03:37:28
საიდან მოგაკვტ ამდენი არაკები :) არ ვე,ნდობი ქარტულ ინფორმაციებს,მხოლოტ ევროპულს ვენდობი,ქარტულს ბევრჯერ აგმოუჰენივარ უხეხულ სიტუაციასჰი

2012-02-11 03:37:55
რას არ მოიგონებტ ხოლმე,ამაზე საინტერესო არაფერია?

ვაიჟურნალისტებს2012-03-31 16:25:02
მე მჯერა ჩვენი ჟურნალისტების , მათ ინფორმაციას თვით უცხოპლანეტელები აწვდიან,,,,

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. ბავშვი, რომელიც აბორტის შემდეგ გადარჩა - თანამედროვე სასწაული
2. სიგარეტის სუნისგან გათავისუფლების 6 საშუალება
3. 5 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო
4. "თქვენი დედა მოვტ..ნ" - ვის აგინებს მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი?
5. ეკა სამხარაძის პირველი კომენტარი ნოე სულაბერიძესთან დაშორების შემდეგ
6. მამაკაცების სუსტი წერტილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
7. თეონა კონტრიძე: ''შეიძლება მინეტს დედაც, დაც და ''დაჟე'' ძმაც აკეთებს''
8. შეარჩიეთ საახალწლო გარდერობი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
9. განსხვავებული კატლეტები
10. უნიკალური გამაჯანსაღებელი რეცეპტი – დაბლა სწევს შაქარს, წმენდს ნაწლავებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას...
ბლოგები
ცუ­ნა­მი, იაპო­ნე­ლე­ბი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი და სო­ლი­და­რო­ბა
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-11-17
visitor 40 561
visit 51 697
page 81 366
2014-11-18
  6 321
  6 769
  10 011
Array ( [0] => Array ( [0] => 697 [1] => swf [2] => 1 [3] => http://www.crystalbet.com/Pages/AdsRedirect.aspx?banner=8681c3a4-cc48-4c5f-bfc9-883dbb58b66c [4] => 2015-04-04 [5] => 0 [6] => 30 [7] => {"startSecs":15,"Duration":30,"advWidth":1000,"advHeight":150} ) )