• თბილისი
  • 8°C
  • 22 ნოემბერი, 2017
article

გინდათ ბედნიერი შვილი გყავდეთ? - დაარქვით მას ბედნიერი სახელი!

ადამიანისთვის მიცემული სახელი დაბადებიდანვე დიდ ზეგავლენას ახდენს მისი პიროვნების, ფსიქოტიპის ჩამოყალიბებასა და სამომავლო ბედის განსაზღვრაზე. მეცნიერთა აზრით, სახელი ადამიანის ჯანმრთელობაზეც კი ახდენს გავლენას.

ალბათ, გაგიგიათ რომ ბავშვისთვის მამის, ბაბუის ან სხვა ოჯახის წევრის სახელის დარქმევა კარგი არ არის, ზუსტი მიზეზის შესახებ კი თითქმის არაფერს ამბობენ.

საქმე იმაშია, რომ პატარას არასოდეს უნდა მივცეთ იმ ადამიანის სახელი, რომელიც მძიმე ცხოვრებით ცხოვრობდა, ხშირად ავადმყოფობდა, ადრე დაიღუპა, მძიმე ბედი ჰქონდა, წარუმატებელი იყო, უშვილო ან ნებისმიერი სახის უარყოფით ამბავთან ჰქონდა კავშირი, რადგან ასეთი ადამიანის სახელობით დარქმეულმა სახელმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის მომავალსა და განვითარებაზე.

თუმცა, თქვენი ოჯახის წევრი ყველანაირად შემდგარია, წარმატებული და ისეთი, როგორის ბედსაც საყვარელი შვილისთვის ინატრებდით, მაშინ თამამად შეგიძლიათ დაარქვათ ახალშობილს მისი სახელი.

ბავშვისთვის შერჩეული სახელი უნდა იყოს ძლიერი, წარმატებული ბედის მატარებელი, დადებითად ჟღერადი და გამარჯვებული, რომელიც ზუსტად ზედგამოჭრილი იქნება თქვენი პატარასთვის.

შეეცადეთ ყოველთვის გაარკვიოთ არჩეული სახელის მნიშვნელობა, ისტორია და გადახედოთ მსგავსი სახელის მატარებელი სხვა ადამიანების ბედს. მოერიდეთ შვილისთვის წამებულის, დაღუპული გმირის სახელის მიცემასაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ლამაზი ჟღერადობის გარდა სახელის დადებით მნიშვნელობაზე, მუხტსა და ჟღერადობაზეც იფიქრეთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი პატარა აუცილებლად ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული იქნება.

ხომ იცით, ხე შეძახილით გახმაო - თუ პატარას დაბადებიდანვე უარყოფითი მუხტის მატარებელ სახელს დაუძახებთ ნუ გაგიკვირდებათ, რომ გახარება გაუჭირდეს...

მოამზადა ვივი ვაშამ

წყარო