• თბილისი
  • 19°C
  • 24 აპრილი, 2018
article

ხონში, მდინარესთან გაჩერებულ მანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხონის მუნიციპალიტეტში, მანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მანქანა მდინარე გუბისწყათან იყო გაჩერებული. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.