• თბილისი
  • 7°C
  • 15 დეკემბერი, 2017
article

გუმათჰესის ტერიტორიაზე ხანძარია

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში არსებულ ჰესს ცეცხლი უკიდია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ არის დაზუსტებული, რა ფართობზეა ცეცხლი მოდებული.

თვითმხილველთა განცხადებით, ცეცხლი ჰესის შენობას უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ტრანსფორმატორს გაუჩნდა. მომხდარის გამო ქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია შეეზღუდა.