• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

რუსთავის მე-16 და მე-17 საარჩევნო უბნების შენობებზე განთავსებულ ვიდეოკამერებს პოლიეთინელის პარკები ააკრეს

რუსთავში, კერძოდ კი, პირველი ოლქის მე-16 და მე-17 საარჩევნო უბნების შენობებზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერები „გააუქმეს“. ეს საარჩევნო უბნები სკოლებშია განთავსებული. 

შესაბამისად, სკოლის შენობებზე დამონტაჟებული ვიდეო კამერებისათვის პოლიეთინელის პარკების აკვრის გადაწყვეტილება დირექტორმა მიიღო.

სკოლის დირექტორი ნაირა ქურუხნიშვილი, ნომერ მე-16 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე,  ხათუნა ურუშაძე და ნომერ მე-17 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ინგა იმნაძე ირწმუნებიან რომ 2017 წლის 21 ოქტომბერს, დილის 7 საათზე, ვიდეო-კამერები დაზიანდა და თავისით გამოირთო.