• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

ხმაური, დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა მარნეულში

ხმაური და დაძაბულობაა მარნეულში. ევროპული საქართველოს წევრის, აჰმედ იმამკულიევის განცხადებით, რვა საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს არ უშვებენ.

„ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ საშუალება შევიდნენ უბანზე და დააკვირდნენ არჩევნების პროცესს. 

ამჟამად ცუდი ვითარებაა რვა უბანზე, არ უშვებენ. უბნების გარეთ ხდება „ქართული ოცნების“ აქტივისტების მობილიზება და ისინი ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ჩვენს ამომრჩეველზე. 

ასევე ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა იყო სოფელ ლეჟბადინში, თუმცა ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად არიან მობილიზებულები და არ ავყვებით მათ“, - განაცხადა იმამკულიევმა. 

ქართული ოცნება ბრალდებებს უარყოფს. "ოპოზიციური პარტიებისგან გაკეთებული განცხადებები არის სიცრუე და არის ტყუილი", - აცხადებს ქართული ოცნების კანდიდატი, თეიმურაზ აბაზოვი.