• თბილისი
  • 11°C
  • 18 ნოემბერი, 2017
article

სოფელ ლაშეში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე გადაადგილება კვლავ შეუძლებელია

ხარაგაულის რაიონის სოფელ ლაშეში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზაზე გადაადგილება კვლავ შეუძლებელია. მდინარე ჩხერიმელას ადიდების შედეგად, წყალმა სოფლის გზის ნაწილი წაიღო, რომელიც ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს. 

გზაზე გადაადგილება გუშინ საღამოს შემდეგ შეუძლებელი გახდა. 

გამგებლის მოადგილის განცხადებით, უამინდობის გამო, რომელიც დღესაც გრძელდება, ვერ ხერხდება აღდგენითი სამუშაოების დაწყება. თუმცა, გზის მოპირდაპირე მხარეს მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გამოდარებისთანავე დაიწყება შესაბამისი სამუშაოების.

გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა შემოვლითი გზებით ცდილობს გადაადგილებას. თუმცა, შემოვლითი გზები, რომელიც ხარაგაულს გარესამყაროსთან აკავშირებს, ძალიან ცუდია, რის გამოც ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.