• თბილისი
  • 17°C
  • 20 ნოემბერი, 2017
article

შსს-ს მაშველებმა მწყემსი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა მწყემსი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა. 

შსს-ს მაშველები, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, მთაზე ქვეითად ავიდნენ. მწყემსმა, დიდთოვლობის და დაბალი ტემპერატურის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, კარავი გაშალა და ცეცხლი დაანთო, თუმცა კვამლმა მას მხედველობა დაუზიანა, რის გამოც გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

შსს-ს მაშველებმა კაცი მთიდან საკაცით ჩამოიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.