• თბილისი
  • 19°C
  • 18 ოქტომბერი, 2017
article

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

გურიაში ავტოსააგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა სოფელ წყალწმინდასთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

ავტომანქანა, სავარაუდოდ, ნაწვიმარ გზაზე მოცურდა და მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო.

მანქანაში 3 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.