• თბილისი
  • 9°C
  • 17 დეკემბერი, 2017
article

დედოფლისწყაროში ავტოავარიას 2 ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ტრაილერი და მირკოავტობუსი შეეჯახა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცები ადგილზე დაიღუპნენ.

სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი მძღოლი.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარს სამართალდამცველები იძიებენ.